ლივერპული ვან დერ ვაარტის გადასაბირებლად იბრძოლებს

ლივერპულში უკიდურესად დაძაბული და რთული სიტუაციაა, რაფაელ ბენიტესის გუნდი თამაშს თამაშზე აგებს და ყველა ხვდება, რომ რაღაცა აშკარად შესაცვლელია. როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, მერსისაიდელთა შეფები დაინტერესდნენ რაფაელ ვან დერ ვაარტის შეძენით, რომელიც კარგ ფორმაშია...


ჰოლანდიელი ფეხბურთელი მართლაც კარგ ფორმაშია და მისი წყალობით ,,ბლანკოსს" კაკას არ ყოფნა დიდად არ ეტყობა, მეტიც, რაფაელმა სარაგოსასთან დუბლის შესრულებაც მოახერხა, იგი დიდ დახმარებას უწევს პელეგრინის გუნდს.

როგორც Daily Mail იუწყება, ბენიტესს ძალიან სურს ჰოლანდიელი ნახევარმცველის საკუთარ გუნდში ხილვა, მისი აზრით რაფა იდეალურად მოერგება ლივერპულს, მითუმეტეს მერსისაიდელებს სწორედ ნახევარდაცვაში აქვთ ყველაზე დიდი პრობლემა.

ესპანელი სპეციალისტი ვან დერ ვაარტის გადაბირებით ზაფხულშიც იყო დაინტერესებული მაგრამ მაშინ ლივერპული მხოლოდ 6 მილიონ ევროს იხდიდან, პერესს და ვალდანოს კი ეს თანხა ძალიან ეცოტავათ და ტრანსფერიც ჩაიშალა.

ეხლა გაცილებით სხვა სიტუაციაა, ვან დერ ვაარტს მეტი სათამაშო დროც ეძლევა და უკეთესადაც თამაშობს, ლივერპულელთა ხელმძღვანელობას დიდი ბრძოლა მოუწევს მისი ტრანსფერისთვის, მითუმეტეს დამტვრეულია რიკარდო კაკა.

არანაირი თანხა, რომელსაც ინგლისელები გადაიხდიან ცნობილი არ არის, ჯერჯერობით მხოლოდ დაინტერესებაზეა საუბარი , ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. dle 10.1

  • Hala
  • 21 დეკემბერი 2009
  • 2682
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)