საკი : "ანჩელოტი სამაგალითო მწვრთნელია"

ლეგენდარულმა არიგო საკიმ, კარლო ანჩელოტის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა...


"ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია. თუ გსურს მინიმუმიდან მაქსიმუმი მიიღო, სწორედ მასთან ერთად უნდა იმუშავო. იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს განვითარებაში ეხმარება და ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს, ის თითოეული შეგირდისთვის სამაგალითო პიროვნება გახლავთ."

"მადრიდის "რეალის" თავკაცს ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია საუკეთესო გამოსავლის პოვნა. ის სწორედ ამით არის გამორჩეული. კარლიტო გუნდს თითოეული მატჩისთვის რადიკალურად განსხვავებულად მოამზადებს და შედეგს დადებს."

"კარლომ იმუშავა იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და ესპანეთში. ალბათ დამეთანხმებით, ყველა ქვეყანაში დიდებული შედეგი დააფიქსირა, ახლა კი მადრიდის "რეალთან" ერთად ევროპის ოქროს მედლებისთვის იბრძვის."

"ანჩელოტის ყოველთვის ჰქონდა იდეები, მას უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, რაც ხშირად ამართლებს. ავიღოთ ანხელ დი მარიას მაგალითი, რომელმაც ფლანგის გარდა არსად თამაში არ იცოდა, იტალიელის ხელში კი შესანიშნავ ცენტრალურ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა, რომელიც შარშან "ბლანკოსის" ლიდერი გახლდათ."

"სამეფო კლუბში ყოველთვის იყო დიდი რესურსი, თუმცა ბოლო წლებში წარმატება იშვიათი გახლდათ, ახლა კი ვითარება შეცვლილია და გუნდი ტიტულებს იგებს." dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2014
  • 2257
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)