ხავი ლასარო : "ანჩელოტი მთელ ცხოვრებას "რეალს" უთმობს"

"მარკას" ექსპერტის, ხავი ლასაროს განცხადებით, კარლო ანჩელოტი საკუთარ ცხოვრებას მადრიდის "რეალს" უთმობს, რამაც გუნდის დიდი გარდაქმნა გამოიწვია...


"კარლო ანჩელოტი მადრიდში ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს და ამ გუნდის ხელახლა აშენება აქვს გადაწყვეტილი. იტალიელი სპეციალისტი მოსვლის დღიდან ძალიან ბევრს მუშაობს. ჟოზე მოურინიომ კარლოს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომელიც ახლანდელმა თავკაცმა კარგად გამოიყენა და ჩემპიოთა თასის აღმართვა შეძლო. "რეალში" ახლა დიდი გარდაქმნები მიმდინარეობს, კლუბს საოცარი ფილოსოფია აქვს."

"კრიშტიანო რონალდუ დიდი ინდივიდუალსტია, თუმცა ანჩელოტის ხელში იგი იძულებულია გუნდური მექანიზმი აამოქმედოს."

"გარეთ ბეილი დინამიური ფეხბურთელია, მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია ძალების მოსინჯვა. კარლიტომ კარგად იცის, თუ რა ძალას წარმოადგენს უელსელი, აქედან გამომდინარე მისთვის ადგილის შერჩევა რთული არ იქნება."

"ფრანცისკო ალარკონი ბრწყინვალე ფორმაშია. არ ვიცი დაჯდება თუ არა ის სათადარიგოთა სკამზე, თუმცა სეზონი ძალიან გრძელია. "ბლანკოსს" მრავალ ტურნირზე უწევს მონაწილეობის მიღება. არცერთი ფეხბურთელი არ დაიჩაგრება, რადგან მხოლოდ ერთი შემადგენლობა ვერანაიირი ფიზიკური მომზადებით ვერ შეძლებს მომქანცველი სეზონის ჩატარებას."

"როტაცია აუცილებელი რამ გახლავთ. საბედნიეროდ, კარლოს გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰაყვს, რომელიც საკმაოდ სოლიდური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული."

"მადრიდის "რეალი" დღევანდელ დღეს, ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთით გამოირჩევა. გუნდი სტაბილურია როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში. კარლო დიდებული მწვრთნელია, რომელმაც ოქროს სტანდარტს მიაგნო."

"არაერთმა ეფექტურმა მოთამაშემ, საბოლოო ჯამში თვალწარმტაცი კოლექტივი შექმნა, რომლის შედეგებს უკვე ვხედავთ." dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2014
  • 2142
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (356)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)