მიჩელ სალგადო: "სამეფო კლუბს ყველაფერი აქვს"

მადრიდის "რეალის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, მიჩელ სალგადომ, კომენტარი გააკეთა.


"რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ ვსაუბრობდით "რეალისა" და "ბარსელონას" მსგავსებაზე, თუმცა "ელ კლასიკოზე" ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ორი გუნდი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან."თეთრებმა" იდეალურად იასპარეზეს და მეტოქის უკან მოტოვებაც მოახერხეს."

"კატალონიელების 3-1 დამარცხება წესით არავის არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ხავი და ინიესტა ბოლო პერიოდში მთლად მაღალ დონეზე ვეღარ ასპარეზობენ, მათ გარეშე კი "ბარსა" უძლურია. "აიაქსთან" ჩატარებული შეხვედრიდან ნათლად ჩანდა, რომ კატალონიური გრანდი დასუსტებული იყო და ეს "ბლანკოსთან" გამოაშკარავდა."

"მერენგები" უმაღლეს დონეზე თამაშობენ.მათ მიმდინარე სეზონში ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ყველა ტიტულის მოგებით დაასრულონ წელი.მინდა გამოვყო ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი. ისინი ფანტასტიკურად შეეწყვნენ ერთმანეთს და ნახევარდაცვის ცენტრში გამეფდნენ. ასეთი მადრიდის "რეალი" დელ ბოსკეს ხელმძღვანელობის შემდე, არავის ახსოვს."

"ბეილს ბალანსირება სჭირდება. უელსელი მოთამაშე თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავია და მას შეუძლია ნებისმიერი გუნდის რამდენიმე წამში განადგურება.ვფიქრობ, ის ძალებს მოიკრებს და უწინდებურად მაღალ დონეზე ითამაშებს."

"ასევე გამოვყოფ კარიმ ბენზემასაც. ფრანგი ფორვარდი წარმოუდგენელ პროგრესს განიცდის, ხშირად გვევლინება ასისტის როლში და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 4 ნოემბერი 2014
  • 1916
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)