კარაგერი : "ენფილდის კოშმარის შემდეგ "ბერნაბეუზე" თამაში რთულია"

ჯიმი კარაგერმა ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა, რომელსაც მერსისადული კლუბი კარლო ანჩელოტის კოლექტივის წინააღმდეგ გამართავს...


"ენფილდზე ნამდვილი კოშმარი იყო. ალბათ არცერთი ინგლისელი არ ფიქრობდა იმას, რომ "ლივერპული" საშინაო არენაზე, 0-3 დააფიქსირებდა. მითუმეტეს მადრიდის "რეალს" ამ სტადიონზე მეტად ცუდი სტატისტიკა ჰქონდა."

"სანტიაგო "ბერნაბეუზე" თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდი გამოცდილება და სიამოვნება გახლავთ. ვფიქრობ, "ენფილდის" შემდეგ როჯერსი ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს, თუმცა მერსისაიდულ კლუბს ქულები სჭირდება."

"ლივერპულს დიდი წნეხის ქვეშ მოუწევს თამაში, რადგან სატურნირო ცხრილში არც ისე სახარბიელო სიტუაცია აქვს. დედაქალაქელებთან მარცხის შემთხვევაში "წითლების" მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება."

"მადრიდული გუნდი ფავორიტად ითვლება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ბრწყინვალე სეზონი აქვს, მეორე რიგში კი ინგლისში დამაჯერებლად ითამაშეს, ახლა კი საშინაო კედლებში ბევრად უფრო დამაჯერებლად გავლენ მოედანზე. მათ ფსიქოლოგიური უპირატესობაც აქვთ."

"ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის თამაში იქნება. უკანა ხაზი "ენფილდზე" ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, რამაც 0-3 დააფიქსირა."

"ანჩელოტის გუნდი კონტრ-შეტევაზე იდეალურად თამაშობს, თუმცა არამგონია მათ ფრთხილი ტაქტიკა აირჩიონ. ჩემი აზრით "რეალი" ბურთის კონტროლზე გააკეთბს ორიენტაციას და მატჩის საკუთარი კარნახით წაყვანას შეეცდება."

"ინგლისში პირველ გოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გაშვებული ბურთის შემდეგ კლუბი მოიშალა. გამიხარდება, თუ "ბერნაბეუზე" ანგარიშს სწორედ მერსისაიდული კლუბი გახსნის."

"ყველა "რეალს" მიიჩნევს ფავორიტად, თუმცა "ლივერპუკს" რეაბილიტაციის შესანიშნავი შანსი აქვს. იმ შემთხვევაში თუ ინგლისური კლუბი ესპანეთში თუნდაც მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვებს, სრულ კონპენსაცია გვექნება სახეზე." dle 10.1

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2014
  • 1762
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)