მარსელო : "გუნდი განვითარებას არ შეწყვეტს"

კარლო ანჩელოტისთან ერთად წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე მარსელო ვიეირა იმყოფებოდა, რომელმაც საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა და მეტოქე შეაფასა...


"ჩვენ მუდმივად ვპროგრესირებთ და ამით არ ვკმაყოფილდებით. ანჩელოტის განვითარება უყვარს, მისი მიზანი ყოველთვის წინსვლაა. ყოველდღიურად ვუმჯობესდებით, თამაშიდან თამაშამდე ყველას ვაჩვენებთ, რომ უკეთესი კოლექტივი გვყავს."

"მადრიდულ გრანდს მოდუნების საშუალება არასდროს ჰქონია და არც მიეცემა, რადგან უდიდესი ზეწოლისქვეშ უწევს თამაში. ჩვენ ჩემპიონთა თასი მოვიგეთ, ახლა კი ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ტიტული და გულშემატკივრები გავახაროთ."

"ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ უკეთესები ვიყოთ, ვიდრე შარშან. თუკი ჩვენ ამას მოვახერხებთ, თასის აღმართვის დიდი შანსი გვექნება."

"ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე საუბარი ჯერ ადრეა. სიმართლე გითხრათ, არც გვაინტერესებს სხვა კოლექტივებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ მხოლოდ მწვრთნელის მიერ შემოთავაზებულ გამოწვევებს ვიღებთ და ვხედავთ, რომ ბრწყინვალე შედეგები გვაქვს."

"ვამაყობ, რომ მადრიდის "რეალის" ნაწილი ვარ და უკვე რამდენიმე წელიწადია სტაბილურად მიწევს მატჩების ჩატარება. მიზანი მხოლოდ სამეფო კლუბის დახმარებაა. ჩემ ტექნიკურ არსენალს ყოველთვის ადგილობრივ კლუბს მოვახმარ. თითოეულ დაპირისპირებაში ბევრ შრომას ვდებ."

"ანჩელოტის ხელშეკრულებაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ მე ვერ მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამ საქმეში ჩავერიო. თუკი კარლო გუნდში დარჩება, ვერცერთ ფეხბურთელს ვერ ნახავთ, რომელიც უკმაყოფილო იქნება, რადგან ანჩელოტი გენიოსია."

"კრიშტიანოს და რაულ გონსალესს ვერ შევადარებ. ორივე მოთამაშე მადრიდის "რეალისთვის" უდიდეს პერსონას წარმოადგენს. პორტუგალიელი ახლაც წერს საკუთარ ისტორიას, "ელ კაპიტანომ" კი საკუთარი პროფესიონალიზმითა და ძალისხმევით კლუბის ლეგენდად მოგვევლინა."

"მთავარი ის არის, რომ ორივე მოთამაშე ბოლომდე შრომობდნენ და იხარჯებოდნენ წარმატების მისაღწევად."

"ხამეს როდრიგესი "რეალში" მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა. კოლუმბიელი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ისე თამაშობს, თითქოს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებდეს ზურგს. როდრიგესი პროგესს განაგრძობს, ის სამეფო კლუბის განუყოფელი ნაწილია."

"ლივერპულელთა მხრიდან არაერთი სახიფათო მოთამაშის გამოყოფა შეიძლება. წინა ხაზში მათ მარიო ბალოტელი ჰყავთ, რომელიც მეტად ნიჭიერი გახლავთ. დარწმუნებული ვარ ის ბოლომდ ეცდება გოლის გატანას და გუნდის დახმარებას. პატივისცემის მიუხედავად, მერსისაიდელების არ გვეშინია." dle 10.1

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2014
  • 1914
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)