"რეალი" - "ლივერპული [ფაქტები]

სამშაბათს (23:34), ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, მადრიდის "რეალი" "ლივერპულს" უმასპინძლებს.


განვლილი შეხვედრები:
- 2008/09 წ.წ. ჩ/ლიგის მერვედფინალში, ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში, 5-0 დაამარცხეს ესპანელები.პირველი მატჩი 0-1 დასრულდა "ბერნაბეუზე," ხოლო განმეორებითში, მასპინძლებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს.მაშინ, ალვარო არბელოა "წითლების" ღირსეას იცავდა.
- გუნდების შემადგენლობა მადრიდში ჩატარებულ პაექრობაში:
"რეალი:" კასილიასი, რამოსი, პეპე, კანავარო, ჰაინცე, რობენი, გაგო, დიარა, მარსელო (გური 46), იგუაინი და რაული;
"ლივერპული:" რეინა, არბელოა, შკრტელი, კარაგერი, რაბიო აურელიო, ბენაიუნი, ალონსო, მაშერანო, რიერა (ჯერარდი 88), ტორესი (ბაბელი 62), კუიტი (ლუკასი 90).
- "ლივერპულმა" მინიმალური ანგარიშით (1-0) დაამარცხა "რეალი," 1981 წლის ევროპის ჩემპიონი კლუბების თასის ფინალშიც.

მადრიდის "რეალი"
- "ბაზელის" დამარცხებით (5-1), მადრიდელებმა ზედიზედ მეცხრე საშინაო მოგება გაიფორმეს ჩემპიონთა ლიგაზე.
- "უეფას" ეგიდით გამართულ მატჩებში, ბოლოს, 18 თამაშის წინ დამარცხნდნენ "თეთრები" "სანტიაგო ბერნაბეუზე."
- უკანასკნელი ფრე საშინაო მატჩში, 2012/13 წ.წ. სეზონში დაფიქსირდა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ (1-1).
- საშიო არენაზე, ყველაზე ახლო გამარჯვება ინგლისურ გუნდთან, 2012/13 წლების ჯგუფურ ეტაპზე შედგა, როდესაც მადრიდელებმა "მან.სიტის" ძლიეს (3-2).

"ლივერპული"
- როჯერსის შეგირდები ეცდებიან, ზედიზედ მეორე გასვლითი თამაშის არწაგებას (პირველი: "ბაზელთან" 0-1).
- 2009/10 წლების სეზონშიც, ლივერპულელებს 3 ქულა ჰქონდათ 3 ტურის თავზე და საბოლოოდ, მესამე საფეხურზე დაასრულეს ჯგუფური ეტაპი.
- ესპანეთში უკანასკნელი ვიზიტის დროს, "მერსიაიდელებმა" "ატლეტიკოს" წააგეს (1-0) ევროპის ლიგაზე.მოქმედი შემადგენლობიდან, მხოლოდ ჯერარდმა, ლუკასმა და ჯონსომა მიიღეს მონაწილეობა მაშინდელ მატჩში.
- "ლივერპულის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან შემდეგნაირად გამოიყურება: 11 მოგება (7 სტურმად), 10 (4 სტუმრად) ფრე და 7 (3 სტუმრად) მარცხი.
- 2001 წელს, "უეფას" სუპერ თასის ფინალში "დეპორტივო ალავესის" დამარცხებაში (5-4), ჯერარდმა შეიტანა წვლილი 1 გოლით.

მწვრთნელები და ფეხბურთელები:
- კარლო ანჩელოტი ფორმაციის "მილანი, 2005 წლის ჩ/ლიგის ფინალში, პენალტების სერიაში დამარცხდა "ლივერპულთან," თუმცა 2 წლის შემდეგ, რევანში აიღეს მილანელებმა და ასევე ფინალში, ტიტული აღარ დაუთმეს მოწინააღმდეგეს (2-1).
- "ჩელსის" თავკაცის რანგში, კარლიტო 4-ჯერ შეერკინა "წითლებს:" 2 მოგება და 2 წაგება
- "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის ჟამს, ჩატარებული 9 პაექრობიდან, რონალდუმ მხოლოდ ორჯერ მოახერხა ლივერპულელების კარის აღება, ხოლო რაც შეეხება სტატისტიკას: 5 მოგება, 3 წაგება და 1 ფრე.
- ჩიჩარიტო 7 მატჩიდან, 3 გოლს მოითვლის "მერსისაიდელების" კარში (5 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება).
- "ტოტენჰემის" რიგებიდან, ლუკა მოდრიჩისა და "წითლების" გზები 8 შემთხვევაში გადაიკვეთა.ხორვატმა მხოლოდ ერთხელ გაუტანა პრინციპულ მეტოქეს (5 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება).
- 9 დაპირისპირებიდან, გარეთ ბეილს მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამწუხრებული "ლივერპულის" მეკარე (4 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება).
- 9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშში, მარტინ შკრტელი კაპიტნობდა სლოვაკეთის ნაკრებს, რომელმაც კასილიასის "ფურია როხას," 36 მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა.
- 2003 წლის ევროპის 21 წლამდელთა პირველობის ფინალში, ისკოსა და ილიარამენდის ესპანეთმა, 4-2 ძლია ფაბიო ბორინის იტალიას.
- მარიო ბალოტელი ასპარეზობდა იმ იტალიის ნაკრებში, რომელიც 4-0 განადგურდა ბებერი კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში, კასილიასი, რამოსისა და არბელოას "ფურია როხასთან."
- თანამემაულები: კოუტინო, ლუკასი და მარსელო (ბრაზილიელები); დეიან ლოვრენი და მოდრიჩი (ხორვატები); მამადუ სახო, რაფაელ ვარანი და კარიმ ბენზემა (ფრანგები); ჯო ალენი და ბეილი (უელსელები).

ფაქტები:
- 13 სექტემბერს, "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, ევროპის ჩემპიონებმა ზედიზედ 11 თამაში მოიგეს.მათ ანგარიშზე 46 გატანილი გოლია.
- "თეთრების" ბოლო მოგება, განვლილ უქმეებზე ფიქსირდება (0-4 "გრანადასთან"), როდესაც ხამეს როდრიგესმა დუბლი გაიფორმა.
- ანჩელოტის შეგირდებს 24 ქულა აქვთ, რომელიც 2-ით აღემატება, შარშანდელი სეზონში, ანალოგიური ეტაპის მაჩვენებლს.
- "რეალი" პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" კარის აღება შეძლო.
- რონალდუმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა "კლასიკოში."ის უკვე 12 მატჩში 20 გოლს მოითვლის (ყველა ტურნირზე) და "ბერნაბეუზე" ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში (ლა ლიგაზე) ახერხებს თავის გამოჩენას.
- მესამე ტურში გატანილი გოლი, მისთვის 70-ე გამოდგა ჩ/ლიგაზე.ის მხოლოდ რაულს ჩამორჩება 1 ბურთით.
- განვლი კვირაში, "კოპა დელ რეიზე," რაფაელ ვარანმა პირველი დუბლის ჩაწერა შეძლო პირად აქტივში.
- ბეილი, ბენზემა, ხამესი, კროოსი, რამოსი და რონალდუ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის არიან.
- განვლილ უიქენდზე, "ლივერპულმა" მინ. ანგარიშით წააგო "ნიუკასლთან."როჯერს დამოძღვრილებმა უკვე მეექვსე მარცხი იგემეს მიმდინარე სეზონში.
- დანიელ სტარიჯს 3 სექტემბერის შემდეგ არ უთამაშია.

UEFA.COM dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)