საუკეთესო ხუთეული

სამეფო კლუბი საუკეთესო ფორმაშია.


მადრიდის "რეალის" ბრწყინვალე ასპარეზობა ბოლო პერიოდში, ყველაზე მეტწილად გუნდის ხუთმა ფეხბურთელმა ითავა.ესენი არიან: კრიშტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა, ხამეს როდრიგესი, ისკო და ლუკა მოდრიჩი.

კრიშტიანო რონალდო აგრძელებს გოლების გატანას და როგორც ჩანს, მას ყველა დროის რეკორდის დამყარება აქვს განზრახული. გასულ მატჩში, მან აგრეთვე ჩინებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ზურგით მდგარმა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, ქუსლით გაუკეთა გადაცემა ბენზემას, რომელმაც თავისმხრივ, მეტოქის კარის ბადეში გაახვია ბურთი.

მართალია კარიმი იმდენად ხშირად ვერ იტანს გოლებს, როგორც რონალდო, თუმცა ბოლო მატჩებში მან ასისტის როლი შეითავსა. კარლო ანჩელოტის განცხადებით, ბენზემა ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს კლუბისთვის.

აღსანიშნავია ხამეს როდრიგესის თამაშიც.კოლუმბიელი ფეხბურთელი ბლანკოსს საკმაოდ კარგად მოერგო და ყველა შეხვედრაში ცდილობს გულშემატკივრებს თავი დაამახსოვროს. ლა ლიგის უკანასკნელ მატჩში, ხამესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა "გრანადას" კარში და თავისი პროფესიონალიზმი და უმაღლესი ოსტატობა კიდევ ერთხელ გამოავლინა.

უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ მადრიდის "რეალის" ხორვატ ნახევარმცველს.ის არის სახე გუნდური თამაშისა.გასულ სეზონში მოდრიჩი ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მისი გადაცემებს, შორეულ დარტყმებს და მოედნის ცენტრში ორთაბრძოლებს, ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს. მიმდინარე სეონში ლუკა ინარჩუნებს ფანებისგან, გასულ წელს მოპოვებულ პატივისცემას.

და ბოლოს ისკო... წლეულს ესპანელი ფეხბურთელი წარმოუდგენელ პროგრესს განიცდის. მან გამოვალინა მრავალი ფუნქცია, რომლის შესახებაც არავინ იცოდა. ისკო წარმატებით ასპარეზობს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ანჩელოტი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციებში ხშირად უსვამს ხაზს მადრიდელთა 23 ნომრის თამაშს. იტალიელმა სპეციალისტმა, ისკოს, არაერთხელ გადაუხადა მადლობა საჯაროდ.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 3 ნოემბერი 2014
  • 3094
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)