50 დღე მარცხიდან

სამეფო კლუბი დროდადრო ძლიერდება.


50 დღეს გავიდა მას შემდეგ, რაც "რეალი" უკანასკნელად დამარცხდა.13 სექტემბერს, პრიმერა დივიზიონში შედგა მადრიდული დერბი, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუმ" უმასპინძლა და "თეთრებმა" "ატლეტიკოსგან" იგემეს წაგება (1-2).

კარლო ანჩელოტიმ სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო ახალი სათამაშო მონახაზის შედგანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე "ბაზელის" წინააღმდეგ "დაიტესტა" (5-1). უკანასკნელი მარცხის შემდეგ, "ბლანკოსმა" თერთმეტი შეხვედრა ჩაატარა და არცერთ მატჩში ქულა არ დაუკარგავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიელი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ამ 11 შეხვედრიდან, "რეალმა" თითქმის ყველა გუნდი ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "მერენგები" ისეთ ძლიერ გუნდებს დაუპირისპირდნენ, როგრებიც არიან "ბარსელონა" და "ლივერპული".

განვლილ დაპირისპირებებში თეთრებმა 42-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება, ხოლო საკუთარ კარში 7 ბურთი გაუშვეს.

სამეფო კლუბის მიერ ჩატარებული უკანასკნელი თერთმეტი მატჩი:

გრანადა - რეალი (0-4)

კორნელია - რეალი (1-4)

რეალი - ბარსელონა (3-1)

ლივერპული - რეალი (0-3)

ლევანტე - რეალი (0-5)

რეალი - ატლეტიკი (5-0)

ლუდოგორეცი - რეალი (1-2)

ვილიარეალი - რეალი (0-2)

რეალი - ელჩე (5-1)

დეპორტივო - რეალი (2-8)

რეალი - ბაზელი (5-1)

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 3 ნოემბერი 2014
  • 2129
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)