ლუკა : "ვცდილობ, ყველა მატჩში მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე"

ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის განცხადებით, ის ცდას არ აკლებს, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და დიდი მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ ყველა დაპირისპირებაში მოწოდების სიმაღლეზე იდგეს...


"ვცდილობ, საუკეთესო თვისებები ყველა მატჩში წარმოვაჩინო. ბოლომდე ვიხარჯები და თავს არ ვზოგავ პროგრესისთვის."

"ამბიცია ძალიან დიდი გვაქვს. კოლექტივს ერთი, ორი და სამი გოლის გატანა არ აკმაყოფილებს. გუნდი ყოველთვის შეტევასა და გოლის გატანაზეა ორიენტირებული. სწორედ ეს არის მადრიდის "რეალის" მთავარი ხიბლი."

"გრანადელებთან დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. პირველ ნახევარში მოპოვებულმა სოლიდურმა უპირატესობამ სიტუაცია გაამარტივა, რამაც მეორე ტაიმში შედარებით პასიურობა განაპირობა, თუმცა მეტოქის კარის აღება კვლავაც მოვახერხეთ."

"ახლა უკვე "ლივერპულზე" ვფიქრობთ, რადგან მერსისაიდელები რევანშის აღებას შეეცდებიან. დარწმუნებული ვარ "ბერნაბეუზე" საინტერესო მატჩი იქნება. გამარჯვების იმედი გვაქვს და ყველაფერს გავიღებთ საკუთარი გულშემატკივრების გასახარებლად."

"გვარდიოლას "ბარსელონა" მართლაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, რადგან საკუთარი გუნდის წარმატებაზე ვართ ორიენტირებულნი და სხვა კოლექტივებში არსებული მდგომარეობა არ გვაინტერესებს." dle 10.1

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2014
  • 1815
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)