იკერი : "ტრიუმფალურ სვლას განვაგრძობთ"

იკერ კასილასმა "გრანადელთა" დამარცხების შემდეგ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მატჩთან დაკავშირებით...


"შარშან ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი მოვიგეთ და დიდი წარმატება გვხვდა წილად, ახლა კი კვლავაც განვაგრძობთ პროგრესს. უსახური სტარტის შემდეგ ვხედავთ, რომ "რეალი" ფორმაში შევიდა. ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება, თანაც იმ ფონზე, რომ ვესტუმრეთ "ენფილდს" და საკუთარ კედლებში მივიღეთ "ბარსელონა", არცერთი მათგანი იოლი დასამარცხებელი არ გახლავთ."

"ნამდვილად რთულია იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, ეს არის თუ არა საუკეთესო მადრიდის "რეალი" იმ დროის განმავლობაში, რაც მე თეთრი მაისური მაცვია, რადგან "ბლანკოსში" არაერთმა ლეგენდამ იასპარეზა."

"ჩვენ მარტივად გავიმარჯვეთ. კრიშტიანო რონალდუს გოლმა ბევრი რამე გადაწყვიტა. ზოგადად მატჩის სტარტზე გატანილ ბურთს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს."

"პირველ ნახევარში სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ, რამაც მეორე ნახევარში შედარებით პასიურობა განაპირობა, თუმცა ამას ანგარიშზე არავითარი ზემოქმედება არ ჰქონია. კარგია, რომ მეტოქის კარი 4-ჯერ ავიღეთ, საკუთარი კი მშრალად დავიცავით."

"ლა ლიგაში რამდენიმე უმაღლესი დონის კლუბი ასპარეზობს, რომელსაც თავისთავად ექნება პრეტენზიები. კარგია, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ასე დაიხვეწა." dle 10.1

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2014
  • 2352
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)