გიგზი არ წუხს რონალდოს გამო

რაიან გიგზის განცხადებით, კრისტიანო რონალდოს წასვლა არ დასტყობია "მანჩესტერის" თამაშს.


"მანჩესტერის" უელსელმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გუნდი კრისტიანო რონალდომ დატოვა, მას არ შეუმჩნევია ცვლილება გუნდის თამაშში. გიგზმა ხაზგასმით განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულნი არასდროს იყვნენ.

"კრისტიანო რონალდო მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ სიმართლე გითრათ, მისი წასვლით გუნდის თამაში არ შეცვლილა. არასდროს ვყოფილვართ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულნი. ჩვენ პრაქტიკულად შევინარჩუნეთ ძველი შემადგენლობა" – აცხადებს გიგზი The Sunday People–თან ინტერვიუში.

"ყველამ ვიცოდით, რომ კრისტიანოს სურდა "რეალში" თამაში და როცა ამის შესაძლებლობა გაუჩნდა, მაშინვე ისარგებლა ბოძებული შანსით".

"ის არ იყო "მანკუნიანელი" და ვიცოდით, რომ ერთ დღესაც წავიდოდა გუნდიდან. ის ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მიხარია, რომ მის გვერდით ვთამაშობდი. ახლა კი წარმატებებს ვუსურვებთ "რეალთან" ერთად" – განაცხადა გიგზმა.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 20 დეკემბერი 2009
  • 1802
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (328)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)