"მილანმა" შესაძლოა "რეალიდან" ილიარამენდი ან ისკო აიყვანოს

"მილანმა" შესაძლოა იჯარით მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ასიერ ილიარამენდი ან ისკო აიყვანოს.


"როსონერის" ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა აქვს მადრიდულ კლუბთან და სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით "მილანის" ახალწვეულები შესაძლოა, გუნდში უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოჩნდნენ.

ამ ტრანსფერით ფილიპო ინძაგი გუნდის შუა ხაზში შექმნილ პრობლემას გადაწყვეტს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მილანი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ილიარამენდის, მან ესპანეთის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა, ხოლო ისკომ - 9, სადაც ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რამდენად შეელევა კარლო ანჩელოტი ფრანცისკო ალარკონს მეორე საკითხია, რადგან მან სეზონი მეტად კარგად დაიწყო და მარგი ქმედების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაზარდა.

ილიარამენდის შემთხვევაში კი ყველაფერი ბუნდოვანია, ბასკი ნახევარმცველის მადრიდულ მომავალს არაერთხელ შეყენებია წყალი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)