ხამესის მამა: "ჩემმა შვილმა არნახული პროგრესი აჩვენა"

ვილსონ როდრიგესი, რომელიც ხამესის მამა გახლავთ "ელ კლასიკოს" წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა და საკმაოდ საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება...


"ვიმედოვნებ, ჩემი შვილი "ბარსელონას" წინააღმდეგ მაღალ დონეზე იასპარეზებს. "რეალში" გადასვლის შემდეგ მან არნახული პროგრესი აჩვენა, რომელმაც სიმართლე რომ გითხრათ გამაკვირვა კიდეც, რადგან სამეფო კლუბში იოლი ადაპტაცია ადვილი როდია."

"ხამესი იზრდება და კვლავაც განაგრძობს სრულყოფილებისკენ სწრაფვას, მისი მონდომება ნამდვილად დასაფასებელია და ძალიან მახარებს."

"სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონდა პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" და მხარდაჭერასაც ვუცხადებდი, თუმცა მისი წასვლის შემდეგ "ბლაუგრანა" თავის თავს აღარ ჰგავს. ახლა მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი გახლავართ, რადგან ჩემი შვილი სწორედ "ბლანკოსში" ასპარეზობს, მან ბავშვობის ოცნება აიხდინა."

"ხამესის კუმირი ზინედინ ზიდანი გახლდათ, სწორედ ამიტომ ბალეშიკობდა იგი მადრიდულ გიგანტს. ფრანგი ლეგენდა მსოფლიო ფეხბურთის მოვლენა იყო."

"თანამედროვე ფეხბურთში პოზიციები განსაზღვრული არ არის. უნდა ითამაშო იქ, სადაც მწვრთნელი დაგავალებს. ასევე საჭიროა ძალიან ბევრი სირბილი, სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევ და ვერ იქნები ისეთი ეფექტური, როგორც საჭიროება მოითხოვს."

"შაბათის მატჩზე ძალიან ვნერვიულობ, რადგან ჩემი შვილისთვის პირველი "ელ კლასიკო" იქნება, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. დარწუნებული ვარ, მასახელებს და მოწოდების სიმაღლეზე იდგება. მას მაღალი დონის გუნდებთან თამაშის გამოცდილება ნამდვილად აქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ "სუპერკლასიკო" სულ სხვა განზომილებაა." dle 10.1

  • Hala
  • 25 ოქტომბერი 2014
  • 1942
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)