"რეალი" საუკეთესო მეგოლე გუნდია ევროპაში

მადრიდის "რეალმა" გადაასწრო "ბარსელონას" გატანილი გოლების მიხედვით. მადრიდელებს "სარაგოსასთან" გატანილი 6 გოლის შემდეგ ლა ლიგის 15 მატჩში დაურგოვდათ 40 გოლი. "სამეფო კლუბი" მატჩში საშუალოდ 2.6 გოლს იტანს.


"ბლანკოსმა" ბოლო სამ მატჩში გაიტანა ცამეტი გოლი მეტოქე გუნდის კარში. ისინი ამტკიცებენ, რომ საუკეთესოები არიან.

მადრიდელებმა "სარაგოსასთან" 6:0 მოგების შემდეგ ლა ლიგაში 15 მატჩში 40 გოლი დააგროვეს, მათ მეტოქე "ბარსელონას" კი 36 გოლი აქვს გატანილი. "რეალს" ყოველ 33 წუთში გააქვს გოლი.

გონსალო იგუაინი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მას 10 გოლი აქვს გატანილი. დღეს მან დუბლი შეასრულა. ის ჩამორჩება დავიდ ვილიას (12 გოლი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩს (11).

კრისტიანო რონალდო ამტკიცებს თავის ეფექტურობას. მან ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 12 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან ერთად ქარიმ ბენზემას, რომელსაც 22 წელი შეუსრულდა მოახერხა გოლის გატანა. მან მოედანზე 28 წუთი დაჰყო.

"რეალი" მხოლოდ "ჩელსის" ჩამორჩება გატანილ გოლებში. ლონდონელებს 42 გოლი აქვთ გატანილი, თუმცა მათ 17 თამაში აქვთ ჩატარებული და ყოველ თამაშში 2.4 გოლი გააქვთ.

იტალიაში "ინტერს" აქვს 35 გოლი გატანილი. ამდენივე აქვს "ლევერკუზენს" გერმანიაში. პორტუგალიაში "ბენფიკას" აქვს 37 გოლი გატანილი. საფრანგეთში "ბორდოს" და "მარსელს" 30–30 გოლი აქვთ, ჰოლანდიაში კი "აიაქსს" 17 თამაშში 53 გოლი აქვს აქტივში.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 20 დეკემბერი 2009
  • 1965
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)