კასილიასი: „რონალდუ უკეთეს კონდიციებში ხვდება „კლასიკოს““

იკერ კასილიასმა ბრიტანელებთან დაპირისპირებაში მშრალად შეინახა კარი და ნამატჩევს, ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთ ტელევიზიასთან.


„ვფიქრობ, კარგ დროს გვიწევს „ელ კლასიკოს“ ჩატარება.„რეალმა“ ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.რა თქმა უნდა, მომავალი პაექრობა ძალიან განსხვავდება სხვებისაგან.მთელი მსოფლიო ელოდება ამ დაპირისპირებას.ჩემი აზრით, კრიშტიანუ უკეთეს კონდიციებში ხვდება მატჩს, ვიდრე მესი.ჩემი თანაგუნდელების ბედი უფრო მაღელვებს.

ლივერპულელების წინააღმდეგ სრულყოფილად გავაგორეთ ბურთი.თავიდანვე სერიოზულად და მკაცრად მივუდექით საქმეს.გუნდი მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურებოდა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

სასიხარულოა, რომ „რეალი“ სახარბიელო ფორმაშია.სასტარტოში მოთამაშე ფეხბურთელები დიდი სარგებლიანობით გამოირჩევიან.იმედია, ასეთ გეზს შევინარჩუნებთ.გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ გამარჯვება.

4-3-3-ისა თუ 4-4-2-ის დროს, გუნდი კომფორტულად გრძნობს თავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც პირველი თამაში ჩავატარე „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ, არ მეგონა, სამომავლოდ ამდენჯერ თუ მომიწევდა მოედანზე გამოსვლა.ყველაფრისათვის მადლობას ვუხდი კლუბს.

დიდი მადლობა ქომაგებს, რომლებმაც არ დაიზარეს და ინგლისში ჩამოვიდნენ.ისინი მხურვალედ გვქომაგობდნენ 90 წუთის განმავლობაში.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)