როდჯერსი : "ვაცნობიერებთ, რომ მძიმე მატჩი გველის"

მადრიდის "რეალის" მომავალი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როდჯერსმა სტივენ ჯერარდთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა...


"კარგად გვესმის, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ ორ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება სატურნირო თვალსაზრისით. მიხარია, რომ ჯგუფში "რეალთან" ერთად ვართ, რადგან გულშემატკივრები უდიდეს პაექრობებს იხილავენ."

"უამრავი მიზეზის გამო სათანადო ფორმაში არ ვიმყოფებით, თუმცა ხვალინდელი პაექრობა განსაკუთრებული იქნება, სადაც თითოეული მერსისაიდელი 200%-ით დაიხარჯება და "რეალის" დამარცხებას შეეცდება."

"ჩვენ უნდა ვითამაშოთ ხარისხიანი და გააზრებული ფეხბურთი, სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევთ. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია."

"კარლო ანჩელოტის შესანიშნავი კოლექტივი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ლიდერების წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღებით ვითამაშებთ, რათა მათი განეიტრალება მოხდეს."

"კრიშტიანო რონალდუს პროგრესი აშკარა და თვალნათლივი გახლავთ. ის უკვე რამდენიმე წელიწადია უმაღლეს დონეზე სტაბილურად ასპარეზობს და თითქმის ყველა პაექრობაში გოლის გატანას ახერხებ. პორტუგალიელი დღეის მონაცემებით ალბათ მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. "რეალის" მხრიდან რონი ყველაზე სახიფათო ფიგურა იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. მისი საფეხბურთო მოღვაწეობა ნამდვილად წარმოუდგენელია."

"ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ გარეთ ბეილი თამაშს ვერ შეძლებს. უელსელ ფეხბურთელს აურაცხელი რაოდენობის დადებითი თვისებები აქვს, ის ძალიან ნიჭიერი და სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც "მერენგებისთვის" დიდ ძალას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ გარეთი "რეალს" დააკლდება, თუმცა კარლო ანჩელოტის ჰყავს ისკო ალარკონი და სხვები, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ დანაკლისის აღმოფხვრას." dle 10.1

  • Hala
  • 22 ოქტომბერი 2014
  • 2212
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)