კარლოს ხელმძღვანელობით "რეალს" 200 გოლი დაუგროვდა

"ლევანტესთან" 0-5 გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალმა" კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით საკუთარი მაჩვენებელი დაამრგვალა...


მას შემდეგ, რაც იტალიელი სპეციალისტი ესპანურ გუნდს ჩაუდგა სათავეში, "თეთრებმა" 200 გოლს მოუყარეს თავი, რაც საშუალოდ თითო პაექრობაში 2.7 გოლს უტოლდება.

"ბლანკოსის" ფეხბურთელებმა 200 გოლიან მაჩვენებელს 73 მატჩში მიაღწიეს. წინა სეზონში გუნდმა 160-ჯერ გაახარა საკუთარი გულშემატკივარი, წლეულს კი "მერენგებს" უკვე 40 ბურთი დაუგროვდათ.

200-იდან 134 ბურთი ლა ლიგაზე მოდის, 48 ჩემპიონთა ლიგაზე, 15 სამეფო თასზე, 2 ევროპის სუპერ თასზე და ერთიც ესპანეთის სუპერ თასზე.

იმ შემთხვევაში თუ "რეალი" აღებულ გეზს არ გადაუხვევს და უხვგოლიან სტარტს კვლავაც იგივე ტემპში გააგრძლებს, სეზონის ბოლოს ბევრად გაუმჯობესებულ შედეგს ვიხილავთ. dle 10.1

  • Hala
  • 19 ოქტომბერი 2014
  • 2593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (328)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)