რელანო : "ანჩელოტიმ 4-4-2 გამოსცადა"

ალფრედო რელანომ მადრიდის "რეალის" თამაში შეაფასა, რომელიც გუნდმა "ლევანტესთან" გამართა და საინტერესო ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება...


"კრიშტიანო ბრწყინვალე იყო. 8 ტურში 15 გოლის გატანა რაღაც სასწაულს ნიშნავს, თანაც მაშინ როდესაც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ერთი პაექრობა გამოტოვა დაზიანების გამო. შვიდიანი რეკორდებს ამყარებს და სამეფო კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის სტატუსს ამართლებს."

"კარლო ანჩელოტიმ კვლავაც გამოსცადა 4-4-2 , რომელმაც ნამდვილად გაამართლა. უნდა აღვნიშნოთ, რომ შემადგენლობას აკლდა გარეთ ბეილი, ასევე განაცხადს მიღმა დარჩა ცენტრ-ფორვარდი კარიმ ბენზემა."

"ისკო ალარკონის თამაში ბრწყინვალე იყო. ის ინტელიგენტი ფეხბურთელია, რომელსაც უსაზღვრო ფანტაზია აქვს, რომლის რეალიზაციასაც მოედანზე ახდენს."

"ჩიჩარიტომ გამოწვევა მიიღო და გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა ჩემი აზრით, მექსიკელს კიდევ უფრო შეუძლია მომატება. ეს მატჩი პირველი იყო, სადაც მან 90 წუთი გაატარა მწვანე მინდორზე."

"კროოსის დასვენება კარგია, გერმანელი რობოტი არ არის და დაძაბულ კალენდარს სათანადო ფორმაში უნდა შეხვდეს."

"ლევანტეზე ვერაფერს ვიტყვი. მასპინძლები მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ამ შემთხვევაში "რეალის" წინააღმდეგ რაიმეს გაწყობა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ვალენსიელები ნელ-ნელა მოუმატებენ." dle 10.1

  • Hala
  • 19 ოქტომბერი 2014
  • 2310
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)