ევროპის მეათე თასი

სანტიაგო ბერნაბეუს საპრეზიდენტო ლოჟაში გაიმართა ჩმპიონთა ლიგის მეათე თასთან დაკავშირებით შეხვედრა.


კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობის, ასევე სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები.

ხენტო: "ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება ადვილი საქმე როდია. ჩვენმა გუნდმა კი ეს ათჯერ მოახერხა. პრეზიდენტი, დირექტორები, გულშემატკივრები და ფეხბურთელები მოულოდნელად ელოდნენ ამ მომენტს და როგორც იქნა ოცნება აგვიხდა. ახლა ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც უდიდესი მწვრთნელი უდგას სათავეში. კლუბს გულშემატკივრების სრული თანადგომა აქვს. მეამაყება, რომ ამ გუნდის ფანი ვარ."

"მინდა დი სტეფანო გავიხსენო. მე და ალფრედო მადრიდის "რეალში" ერთად გადმოვედით 1953/54 წლების სეზონში. იგი შეტევაში წარმოუდგენლად თამაშობდა. კარგად მახსოვს, როდესაც იგი მინდორზე გამოდიოდა მოწინააღმდეგე შიშისგან თრთოდა. საუკეთესო ფეხბურთელობასთან ერთად, დი სტეფანო ჩემთვის საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო პერსონა იყო. მან თავისი კვალი მადრიდის "რეალში" სამუდამოდ დატოვა."

ამანსიო: "მთელი სიცოცხლის მანძილზე ისეთი ემოციური არ ვიყავი, როგორც ლისაბონში. ვთამაშობდი ფეხბურთს, კარიერაში მქონდა როგორც სასიხარულო, ასევე უიღბლო პერიოდები, თუმცა შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი გრძნობა არასდროს გამახსენდება. ახლაც მახსენდება ის ემოცია და ვერ ვივიწყებ. "მეექვსე" მე სამეფო კლუბთან ერთად მოვიგე და კარგად მახსოვს სან სიროზე გამართული მატჩი. მაშინ სულ სხვანაირი იყო ფეხბურთი, თუმცა კარგად მახსოვს როგორ დაიწყეს ფანებმა ჩვენი გუნდის გაღმერთება."

ანჩელოტი: "ძალიან მიხარია, რომ მადრიდის "რეალისთვის" ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის მომსწრე და ერთ-ერთი შემქმნელი ვარ. ჩემი ამ კლუბში მოსვლისთანავე დავიწყე ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება. ფეხბურთელებს დიდი ხნის მანძილზე ვამზადებდი და საბოლოოდ შედეგიც მივიღეთ. ახლა უკვე ახალი სეზონი დაიწყო და დარწმუნებული ვარ მეთერთმეტედ ლიგის თასის აღმართვას ერთად მოვახერხებთ."

სანჩისი: "ჩვენ თაობაში ევროპის ყველაზე პრესიჟული ტურნირის მოგება ყველა გუნდისთვის საოცნებო იყო. საბედნიეროდ ჩვენ მაშინ ეს მოვახერხეთ და დავიწყეთ სამეფო კლუბის ისტორიის წერა. მამაჩემმა მოახერხა "მეექვსე" თასის მოგება და მისგან ვიცოდი, რომ ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი ემოცია. 1983 წელს როდესაც ბლანკოსის ფეხბურთელი გავხდი, დავიწყე ოცნება მამაჩემის ემოციები გამომეცადა. თხუთმეტი წლის თავზე კი, 1998 წელს ეს ოცნება ამიხდა და დავრწმუნდი, რომ ასეთი დიდი ტურნირის მოგება უდიდესი ბედნიერება იყო."

იერო: "მეშვიდეს" მოგების შემდეგ გავიდა 32 წელი. ჩვენი ოცნება იყო მუდამ ამ ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობა და შეიძლება ითქვა, რომ ჩვენ ეს ტენდენცია დავიჭირეთ. მართალია თასების მოგებას შორის დიდი პაუზები იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალი" არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ათჯერ მოგება მოახერხა."

"მე კარგად მახსოვს ჩემი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. მახსოვს ასევე ზინედინ ზიდანის და ლუიშ ფიგუს გამოსვლები. ისინი უდიდესი ოსტატები იყვნენ და მათი ასპარეზობის ყურებით მთელი მსოფლიო ტკებებოდა. მათი მადრიდის "რეალში" გადმოსვლაც სწორედ ლიგის მოგებას გულისხმობდა. რთული იყო დაგეჯერებინა ის, რომ ბლანკოსის რიგებში ითამაშებდნენ ზიზუ და ფიგუ, და ისინი თასს ვერ მოიგებდნენ."

ევროპის მეათე თასი


Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 18 ოქტომბერი 2014
  • 2194
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)