ბუტრაგენიო : "გუნდი სტაბილურად თამაშობს"

მადრიდის "რეალის" ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ "ლევანტეს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა...


"კრიშტიანო რონალდუ რეკორდს რეკორდზე ამყარებს, პორტუგალიელი ფეხბურთელი დიდი ფეხბურთელი გახლავთ. "ბლანკოსმა" უდიდესი ნაბიჯი გადადგა მაშინ, როდესაც შვიდიანი დაიმატა, ამ ტრანსფერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა."

"ისკო ალარკონი უდიდესი ნიჭის მქონე ინტელიგენტი ფეხბურთელია, მისი შემოქმედებითი ხასიათი ყველა მატჩში კარგად ჩანს. ესპანელ ახალგაზრდას უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელსაც ნელ-ნელა ამჟღავნებს."

"სოლიდური სათადარიგოთა სკამი აუცილებელია, რადგან რამდენიმე ტურნირზე ვიღებთ მონაწილეობას. ანჩელოტი ყოველთვის ცდილობს როტაციას და ფეხბურთელების დასვენებას, რაც თავისთავად გამართლებული ნაბიჯი გახლავთ, ვინაიდან ერთი შემადგენლობით მუდმივად სტაბილური ასპარეზობა წარმოუდგენელია."

"ხედირას დაბრუნება მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, გერმანელს სულ მალე მიეცემა სათამაშო წუთები."

"მომდევნო კვირა ურთულესი იქნება, პირველ რიგში "ენფილდზე" მოგვიწევს საკუთარი ძალების დემონსტრირება, შემდეგ კი "ელ კლასიკოს" ვიხილავთ. ორივე პაექრობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე მობილიზებულები ვართ." dle 10.1

  • Hala
  • 18 ოქტომბერი 2014
  • 1668
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (126)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)