ცოდვილი წმინდანი - იკერ კასილასი

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, იკერ კასილასი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ესპანური საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემაა. მან გადაფარა ისეთი გლობალური მოვლენები როგორებიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, კორუფცია, ებოლას ეპიდემია და ისლამური სახელწიფოს მხეცური დანაშაულები.


მსოფლიო ჩენმპიონატის, ევროპის პირველობის, ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის არაერთხელ მომგები ადამიანის ყველა წარსული მიწღევა თითქოს ერთბაშად ჩაირეცხა და წარსულს ჩაბარდა. არადა, სულ რაღაც ორი წლის წინ იკერი Ballon d'Or–ის მოპოვების ერთ–ერთი მთვარი კანდიდატი გახლდათ. ჯილდოსი, რომლის გადაცემა მეკარისთვის ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 1963 წელს მოხდა. გამარჯვებული ლევ იაშინი იყო.

გასულ წელს თასებზე გამწესებული კასილასის მონაგარი შთამბეჭდავად გამოიყურება. იკერმა კლუბის რეკორდი მოხსნა და 932 წუთის მანძილზე მოახერხა კარის მშრალად შენახვა. იგი გახდა ერთადერთი ესპანელი გოლკიპერი, რომელმაც გოლის გაუშვებლად მიაღწია თასის ფინალამდე. კასილასმა 66 სეივი გააკეთა 22 თამაშში. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4, ხოლო პლეიოფში 5 გოლი გაუშვა მხოლოდ.

მერე იყო წარუმატებელი თამაშები ლიგის ფინალში, მსოფლიო ჩემპიონატსა და სანაკრებო ბატალია სლოვენიასთან, სადაც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2006 წლის შემდეგ პირველი საკვალიფიკაციო მატჩი დათმო.

ამჟამად იკერი საკუთარ თავში რწმენის დეფიციტს განიცდის, რაც სულაც არაა გასაკვირი ბერნაბეუს მაყურებლის გამუდმებული სტვენისა და მედიის კრიტიკის ფონზე. ოდესღაც წმინდანად შერაცხული იკერ კასილასი ყველაზე დიდ ცოდვილად იქცა ესპანეთში, ხოლო ფანატიზმით აღტყინებული ბრბო ინკვიზიციის კოცონზე მსხვერპლშეწირვას მოითხოვს.

მოდით დავწყნარდეთ, არ ავყვეთ საყოველთაო ეიფორიას და სხვა კუთხიდან შევხედოთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს. მაგალითისთვის ავიღოთ ლიონელ მესი, რომელმაც ბოლო ოთხი შესრულებული პენლიდან სამი ააცილა მიზანს. და მერე რა? განა ეს იმას ნიშნავს რომ არგენტინელმა ფეხბურთის თამაში არ იცის და სხვას უნდა გადააბაროს პენლების შესრულების პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, არა! შემდეგ პენალს იგი აუცილებლად გაიტანს და ყველას დაავიწყდება მისი წარუმატებლობები.

ფეხბურთის დაუწერელი კანონია, რომ მეკარეები ამახსოვრდებათ დაშვებული შეცდომებით. იკერის ყველა ქმედება მიკროსკოპის ქვეშ განიხილება. როგორც დაცვის უკანასკნელ ბასტიონს, მას აკისრებენ პასუხისმგებლობას ყველა გაშვებულ გოლზე. ესპანეთის წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოზე მას დაბრალდა, მაშინ როცა გუნდის ტაქტიკამ, რომელიც ორიენტირებულია მოწინააღმდეგის მოედანზე ბურთის ართმევასა და მუდმივ პრესინგზე, არ იმუშავა. ამაში ერთ–ერთი მთავარი დამნაშავე გუნდის ახალბედა ფორვარდი დიეგო კოსტაა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ამოვარდნილი იყო სათამაშო სქემიდან. მედიას განტევების ვაცი ესაჭიროებოდა და ამისთვის შესანიშნავი კანდიდატურა არა გუნდის ახალწვეული, არამედ გუნდის ვეტერანი და ყველაფრის მომგები კაპიტანი იკერ კასილასი უნდა ყოფილიყო. რას იზამ, რაც უფრო მეტი დამსახურება გაქვს, მით მეტი მოგეთხოვება. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, რაც ‘ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს’.

იგივე ხდება მადრიდის რეალში; გუნდი ხაბიმ და დი მარიამ დატოვეს. რეალი გადაწყობის რეჟიმშია და შესაბამისად ბევრ შეცდომასაც უშვებს დაცვაში, მაგრამ ყველა გაშვებული გოლი იკერ კასილიასის ბრალია მაინც.

ლაპარაკია იმაზე, რომ უახლოეს მომვალში ნაკრებში იკერს დავიდ დე ხეა ჩაანაცვლებს... და ვითომ აქ მთავრდება მისი ეპოქა? კარლო ანჩელოტის თუ ვენდობით – არა. იტალიელი გამუდმებით იცავს თავის გოლკიპერს. ორშაბათს მიცემულ რადიო ინტერვიუში მან განაცხადა კიდეც , რომ კასილასის შეცდომები ‘ცალ ხელზე დაითვლება’. კარლო სრულ ნდობას უცხადებს ვეტერანს და იქვე დასძენს - ‘ მინდა კეილორი მუდამ მოტივირებული იყოს და ზოგიერთ თამაშში მას მოუწევს რეალის კარის დაცვა, თუმცა, ამ მომენტისთვის კასილასი მშვენიერ ფორმაშია. ჩვენ უამრავი გოლი გავუშვით, მაგარამ არა იმიტომ რომ კარში იკერი დგას. მე სრულ ნდობას ვუცხადებ მას’.

ცნობილმა პრაგმატიკოსმა, ვისენტე დელ ბოსკემ, წინა კვირას განაცხადა, რომ გუნდში თანმიმვდევრული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ ისინი არ შეეხება კასილასს, ყოველ შემთხვევაში, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატამდე მაინც.

ისე რომ მოხდეს და 33 წლის იკერმა მართლაც დატოვოს ნაკრების რიგები, ეს ამბავი ტოქ–შოუების მთავარი თემა გახდება ესპანეთში და სახლთან ჟურნალისტთა რიგი დაუდგება მადრიდელთა მეკარეს. ის რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვეტრანი კიპერი ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ერთ–ერთი მთავარ თემად იქცა ძალიან სიმპტომატურია მეინსტრიმ მედიისათვის. ეს ერთგვარი ‘ბაზრის’ ანუ მაყურებლის დაკვეთაცაა - სკანდალის წყურვილი, რომელსაც ყველაგან და ყველაფერში ეძებენ რეპორტიორები. ხანდახან უწყინარ სიტუაციას მსოფლიო მასშტაბის სენსაციადაც კი ასაღებენ, თუმცა, ანჩელოტის თუ ვენდობით, ყველაფერი გადაწყვეტილია. აღარაფერია საჩრეკი და სასკანდალო ამ ამბავში. გთხოვთ, გაიარეთ პატივცემულო ტაბლოიდებო! იკერს ზურგს ორივე მწვრთნელი უმაგრებს. კარგი იქნებოდა, რომ მათთვის სანტიაგო ბერნაბეუს პუბლიკასაც მიებაძა. dle 10.1

  • Maqashable
  • 17 ოქტომბერი 2014
  • 3621
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)