ანჩელოტი : "კრიშტიანოსთან მუშაობა უმარტივესია"

კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებს არაერთ სიანტერესო შეკითხვას უპასუხა...


ცუდი სტარტი : "დაგეთანხმებით, ჩვენ მართლაც ცუდად დავიწყეთ და სწორედ ამიტომ არ ვიმყოფებით ახლა ლა ლიგის სათავეში, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მთავარი ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და შეგვიძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება. ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობენ საუკეთესო ჩვევების გამოვლენას, ისინი კარგ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფებიან."

შეადარეთ წლევანდელი და შარშანდელი გუნდი ...

"მთავარი ის არის, რომ "რეალი" ისითივე ძლიერია, როგორიც შარშან იყო. სეზონის სტარტი არც წინა წელს გამოდგა საუკეთესო, თუმცა საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის მოგება მოვახერხეთ, რაც უმნიშვნელოვანესი იყო. რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვა და დავსუსტდით, თუმცა დანამატები იმდენად სერიოზული იყო, რომ დანაკლისი სრულად აღმოფხვრა, აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ კვლავაც დამანგრეველ ძალას წარმოვადგენთ."

დი მარიას გაშვება თქვენი სურვილიც იყო?

"რა თქმა უნდა არავის სურს არგენტინელი ფეხბურთელის დონის მოთამაშის გაშვება, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენდა, თუმცა კლუბი და ფეხბურთელი ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, აქედან გამომდინარე მან "მანჩესტერში" ისურვა გადასვლა და ჩვენც მწვანე შუქი ავუნთეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ის აღარ იქნებოდა ისეთივე მოტივირებული, როგორც ადრე იყო. სიმართლე გითხრათ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ჩემთვის მთავარია გუნდური სულისკვეთება არ დაიკარგოს, სხვა ყველაფერი, მათ შორის ფინანსური დეტალებიც , მეორეხარისხოვანია."

ჩაბიმ კლუბს უღალატა?

"გადამეტებული ნათქვამია. ჩვენ ნამდვილად არ გვსურდა მისი გაშვება და ამაზე საუბარიც არ მიმდინარეობდა, თუმცა ბასკი მოვიდა და გვითხრა, რომ სიტუაციის გამოცვლა სურდა, აქედან გამომდინარე ვერაფერი გავაწყვეთ და ის "ბაიერნში" წავიდა. ესპანელი უკვე ასაკშია, მე კი უდიდესი მოთხოვნები მაქვს, რომელიც ფიზიკურ მხარეს უკავშირდება, შესაძლოა მან სწორედ ამიტომ მიიღო გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ ამასთანვე აუცილებლად უნდა დავსძინო, რომ გადაღლის შემთხვევაში მას არაერთი შემცვლელი ჰყავდა. ხამესისა და კროოსის მოსვლის შემდეგ ნახევარდაცვაში ხშირი იქნებოდა როტაცია."

დიეგოს წასვლს სურდა თუ თქვენ აღარ მოისურვეთ დატოვება?

"დიეგოსთვის მნიშვნელოვანი სათამაშო პრაქტიკა იყო, რომელიც შესაძლოა ამ სეზონში აღარ მისცემოდა, რადგან კიპერებს შორის კონკურენციაა მძვინვარებდა. "მილანი" ესპანელი კიპერისთვის იდეალური ვარიანტი იყო და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო."

კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია?

"ამის თქმა მეტად რთული გახლავთ, ფეხბურთელი ყოველდღიურად უფრო დახვეწილი ხდება, იცვლება ტემპი, სტილი, ტექნიკა და ტაქტიკა. იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ დღევანდელ დღეს უკონკურენტოა, თუმცა ნამდვილად ვერ შევადარებ პელეს, მარადონას და სხვებს, რადგან ისი სხვა ეპოქაში თამაშობდნენ, მაშინდელი ფილოსოფია რადიკალურად განსხვავებული იყო."

რატომ ენდობით იკერს? იმიტომ, რომ ის სანდოა, თუ იმიტომ, რომ კლუბის სიმბოლო გახლავთ?

"კასილასი იმიტომ თამაშობს, რომ მე მისი გარჯით კმაყოფილი ვარ. ის "რეალის" ლეგენდა გახლავთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან "ბლანკოსში" დიდი მოთხოვნებია. ამ ეტაპზე ესპანელი ყველაფერს აკეთებს სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად და უფასდება კიდეც.

მას უნდა უსტვენდნენ?

"რა თქმა უნდა არა, რადგან იკერი გუნდის ლეგენდა გახლავთ და საკმაოდ ნაყოფიერად ასპარეზობს, თუმცა ეს ბუნებრივი მოვლენაა. როდესაც ვერ ვასპარეზობთ მთელ გუნდს უსტვენენ, როგორც კი მოვუმატებთ, მაშინვე დიდ ოვაციებს ვისმენთ, ასე იყო შარშანაც და ანალოგიურად გრძელდება წელსაც, ამაში საპანიკოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ გუნდი და გულშემატკივარი, ერთმუშტად შეკრულ ძალას უნდა წარმოადგენდეს."

როგორ ფიქრობთ, ხამესში გადახდილი 80 მილიონი გადამეტებული არ არის?

"ნამდვილად არა, რადგან კოლუმბიელში სხვა კლუბებიც აპირებდნენ აღნიშნული თანხის გაღებას. როდრიგესი საკმაოდ ნაყოფიერი ფეხბურთელია, თუმცა კიდევ უფრო მოუმატებს და ყველას დაუმტკიცებს რა ძალას წარმოადგენს."

თქვენსა და პერესს შორის არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოთ, რომელს აირჩევთ?

"ნამდვილად პრეზიდენტს, რადგან ის არამხოლოდ ფეხბურთის კარგად მცოდნე, არამედ შესანიშნავი ბიზნესმენი და მენეჯერია, მან ზუსტად იცის როგორ მართოს სამეფო კლუბის მენეჯმენტი და ამ კლუბში უდიდეს როლს ასრულებს. მაშინვე დავტოვები კლუბს, ასეთი არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, რადგან ესპანელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რომელსაც შესანიშნავად ართმევს თავს."

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობთ?

"ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, სამეფო კლუბში წელიწადზე მეტია ვიმყოფები და ყველაფერი მაკმაყოფილებს. მიხარია, რომ თასების მოგება შევძელი. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ "ბლანკოსთან" მომდევნო წლებში, თუმცა ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში არ დგას, რადგან კიდევ რამდენიმე სეზონი მაბარია კლუბი მოქმედი კონტრაქტით."

თქვენი სამუშაოსი და პასუხისმგებლობის აღების, ოდესმე შეგშინებიათ?

არა, არასდროს. ეს ჩემი საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს.

ნერვიული მწვრთნელი ხართ?

ასე არ ვთვლი, ხშირად ვღეჭავ საღეჭ რეზინს, მატჩის შემდეგ კი სიგარეტს ვეწევი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღელვებული ვარ. უემოციობა არასდროსაა კარგი, თუმცა ფეხბურთელებს ყოველთვის უნდა დაანახო თავდაჯერებულობა და მოტივაცია მისცე.

რას იტყვით კასილასის ირგვლის შექმნილ სიტუაზე ესპანეთის ნაკრებში?

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იკერი უმაღლესი დონის მეკარეა, დანარჩენი კი მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. უშეცდომო არავინ გახლავთ, როგორც სხვები , ასევე კასილასიც ხანდახან ცდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ესპანელმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, თუმცა შემდეგ არაერთი დამაჯერებელი პაექრობა ჩაატარა, ის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ძლიერია, რადგან უდიდესი კრიტიკის მიუხედავად მაღალ დონეზე თამაშობს."

კეილორზე რას იტყვით?

"კოსტა-რიკელის სახით, უმაღლესი დონის მეკარე მყავს, თუმცა მან იცის, რომ ამ სეზონში მთავარი კიპერი კასილასი გახლავთ, მაგრამ მოტივაციის ამაღლების მიზნით არაერთ დაპირისპირებაში სწორედ ნავასი მოგვევლინება, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩეს და ბალანსი შენარჩუნდეს."

შარშან კასილასს უსამართლოდ მოექეცით?

"ასე არ ვთვლი. მოურინიოს მწვრთნელობის ბოლო ეტაპზე ესპანელი კიპერი მუდმივად სათადარიგოთა სკამზე გვევლინებოდა, მე კი მას ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე ასპარეზობის საშუალება მივეცი. კაპიტანმა არც ისე ცოტა პაექრობაში მოირგო მადრიდული გიგანტის მაისური."

სტანდარტულებზე პრობლემები გქონდათ, ახლა როგორი სიტუაციაა?

"ამ კუთხით ბევრი ვიმუშავეთ და კვლავაც ვაგრძლევთ შრომას, რადგან არაერთი სტანდარტულიდან გავუშვით ბურთი. რაც შეეხება მეტოქის კარში დანიშნულ საჯარომო დარტყმებსა და კუთხურებს, ალბათ დამეთანხმებით, რომ უბადლოდ ვასრულებთ."

დი მარიასა და ჩაბის დუეტის შემდეგ ხამესისა და კროოსის დუეტის ჩამოყალიბება გიწევთ...

"გეთანხმებით, ნამდვილად რთულია ამ საქმის გაკეთება. შარშან არგენტინელს პოზიცია შევუცვალე, ალონსო კი გარკვეული პერიოდის მანძილზე ტრავმირებული იყო, საბოლოო ჯამში მათმა დუეტმა ბრწყინვალე შედეგები გამოიღო, თუმცა ამისთვის დიდი მუშაობა დაგვჭირდა. ანალოგიური ხდება ახლაც. ხამესი დი მარიას სტილის მოთამაშე არ არის, თუმცა ბევრ რამეს ვავალებ, კოლუმბიელი არგენტინელზე 10 კილოგრამით მეტია და მოედანზეც უფრო მყარად დგას, ორივე მოთამაშეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც შეეხება კროოსს, გერმანელს 100%-ით შეუძლია ალონსოს ჩანაცვლება, მან უკვს სრულად გაიარა ადაპტაცია და ძალიან სტაბილურად თამაშობს."

ბოლო დროს ისკოს მეტ დროს აძლევს, თუმცა ის მეტწილად სათადარიგოთა სკამზეა...

"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ალარკონი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ის ყველა თამაშში სასტარტო შემადგენლობა ყოფნას იმსახურებს, ესპანელის პოტენციალი განუსაზღვრელია, ისკო ერთ-ერთი საუკეთესო ინტელექტუალი გახლავთ, თუმცა მას კარგად ესმის რომ უდიდესი კონკურენციის ფონზე უწევს ყოფნა და საკუთარ შანსს ელოდება."

ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც "ბაიერნი", "ბარსელონა" და სხვები არიან. კრიშტიანოს, ბეილს, ხამესს და ბენზემას ერთად ათამაშებთ? არ ფიქრობთ, რომ ეს ცოტა სარისკო იქნება?

"მათ აუცილებლად ვათამაშებ, თუმცა შესაძლოა როლები შევუცვალე. მაგალითად, გარეთს გაცილებით უკეთ შეუძლია უკან ჩამოსვლა ვიდრე კრიშტიანო რონალდუს, აქედან გამომდინარე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს ფეხბურთელები კლუბის წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებენ."

რაფაელ ვარანი მეტ დროს არ იმსახურებს?

"თამამად განვაცხადებ, რომ ფრანგს მადრიდის "რეალში" უდიდესი მომავალი აქვს და ის კლუბის ლეგენდა გახდება. ძალიან მიჭირს ცენტრალური მცველები არჩევა, თუმცა თვალნათლივია, რომ სერხიო რამოსს ბადალი არ ჰყავს, იგივეს თქმა შემიძლია პეპეზეც და ვარანზეც, მაგრამ მხოლოდ ორი უკანახაზელი მჭირდება სასტარტო. პეპე? პეპე პეპეა და ვერაფერს ვიზამთ, ვერ ვიხსენებ მომენტს, როდესაც მან რაიმე სახის შეცდომა დაუშვა და ვიზარალეთ. რაფაელს ხშირად მიეცემა სათამაშო დრო, შემდეგ კი სასტარტოს უცვლელი წევრი გახდება."

ბენზემას თამში მოგწონთ? მას ხშირად აკრიტიკებენ...

ფრანგის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, კრიტიკოსების ფანტაზიას კი საზღვარი არ აქვს. ყველას საკუთარი საფეხბურთო გემოვნება აქვს და რთულია შეეწინააღმდეგო. მოგწონდათ კრესპო და ინძაგი? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, თუმცა ისინი სუფთა ცენტრ-ფორვარდები იყვნენ, კარიმს კი გაცილებით სხვა სამუშაოების შესრულებაც შეუძლია ფორვარდობასთან ერთად. ის კარგად აკონტროლებს ბურთს და თანაგუნდელებს შეტევების წამოწყებაში ეხმარება.

რონალდუ საუკეთესოა მათ შორის ვინც თქვენ ოდესმე გაგიწვრთნიათ?

"ადვილი სათქმელი ნამდვილად არ არის, თუმცა პორტუგალიელთან მუშაობა ჩემთვის უმარტივესი გახლავთ, ის უდავოდ საუკეთესოა. შემიძლია გავიხსენო ზლატანი და ზიდანი, ამ მოთამაშეებთან მუშაობაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. პარიზში მუშაობის დროს შვედი მოთამაშე როგორც მოთამაშე უდიდეს როლს ასრულებდა, თუმცა გუნდის მთავარი მოტივატორიც გახლდათ. მახსოვს "ბარსელონასთან" დაპირისპირებები, სადაც იბრამ უდიდესი დახმარება გაგვიწია, ის დიდი პროფესიონალი გახლავთ, რომელსაც საერთოდ არ ეტყობა ასაკის მატება და მოწოდების სიმაღლეზე დგას."

კრიშტიანოს უდიდესი როლი აქვს გუნდში...

"თავისთავად. როდესაც რონი მოედანზეა, "რეალი" 1:0-ით იწყებს პაექრობას, რადგან ის უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, მსგავსი ტიპის მოთამაშე მსოფლიოში არ მოიძებნება, ის სასწაულებს სჩადის."

პრეზიდენთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

"ბრწყინვალე. ფლორენტინო მეგობრული ადამიანია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ, იგივეს თქმა შემიძლია გენერალურ დირექტორზეც."

ტრანსფერებს გითანხმებენ?

"ყოველთვის. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. როდესაც ფეხბურთელის შეძენაზეა საუბარი გუნდის თავკაცის აზრი აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, სხვაგვარად შედეგს ვერ მიაღწევ."

ხამესზე დაგეკითხნენ?

"დიახ, მე მოვიწონე კოლუმბიელის დამატების იდეა და საბედნიეროდ ტრანსფერიც გაიჩარხა."

ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ თქვენს რჩევებს დიდ ყურადღება აქცევს...

"სილვიოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან დიეგო ლოპესის, მენეზისა და ალექსის შესახებ მკითხა, მე კი ტრანსფერების გაჩარხვა ვურჩიე. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელებმა სერია "ა"-ში ნამდვილად გაამართლეს." dle 10.1

  • Hala
  • 14 ოქტომბერი 2014
  • 3370
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)