პელეგრინი ლა ლიგაზეა მოტივირებული

მანუელ პელეგრინიმ, "სარაგოსასთან" თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრისა, მისი გუნდი მთლიანად კონცენტრირებულია პრიმერა დივიზიონის მორიგ შეხვედრაზე.


- როგორია თქვენი თვალთახედვა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებზე?
- "ლიონი" საკმაოდ რთული მეტოქეა.ვგონებ, ძალიან საინტერესო ორმატჩიანი დუელი გველოდება წინ.ჩემი აზრით, გაიმარჯვებს ის, ვინც თამაშისათვის უკეთ მოემზადება და კარგ ფორმაში იქნება.ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ჩვენ გავალთ.

- სამეფო გუნდის წარსულის მოგონებები ფრანგული გრანდის მიმართ, არცთუ ისე სახარბიელოა...
- ჩვენ რასაკვირველია, ყურადღებას აუცილებლად მივაქცევთ წარსულს, თუმცა ეს ფაქტორი გადამწყვეტი ნამდვილად არ არის."ლიონი" ბოლო წლებში უდავო ლიდერო იყო საფრანგეთის პირველობაზე და კარგად გამოიყურებოდა კონტინენტის საკლუბო ჩემპიონატზეც.ჩემი აზრით, 1/8 ფინალში გასული ნებისმიერი მეტოქე, დიდ პატივისცემას იმსახურებს.

- ლასთან და ბენზემასთან უკვე ისაუბრეთ კენჭისყრის შედეგებზე?
- არა მაგრამ აუცილებლად ვაპირებ ამის გაკეთებას.მინდა აღვნიშნო, რომ სამეფო გუნდი ამ ეტაპზე მთლიანად კონცენტრირებულია "სარაგოსასთან" მატჩზე.ჩეპიონთა ლიგის არდადეგების დროს, ამ ტურნირზე საუბარს ნაკლებ დროს დავუთმობთ."სარაგოსა" ძლიერი გუნდია და ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველის მათ წინააღმდეგ.

- როგორ გსურთ 2009 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულება?
- ჩემი სურვილია, ხსენებული წლის სეზონი გამარჯვებით დავასრულოთ.აღვნიშვნის ღირსია, რომ ამ სეზონში ჩვენს მიმართ ბევრი კრიტიკა მოდიოდა, თუმცა მთავარია ის, რომ გუნდი ყოველთვის ახერხებდა გოლების გატანას.

- როგორ არის რაულ ალბიოლი?
- მას ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ახლა მზად არის სათამაშოდ.

- რა სახის ვარჯიშებით არის დაკავებული კაკა?
- ის ტრავმის მოსაშუშებელ ვარჯიშებს გადის.ვიმედოვნებ, რომ არდადეგების შემდეგ დაგვიბრუნდება სრულიად ჯანმრთელი.

- რას იტყვით პეპეზე?
- მინდა ვთქვა, რომ გუნდმა პეპეს სახით დიდი ფეხბურთელი დაკარგა მომავალი 6 თვის განმავლობაში, თუმცა მადრიდის "რეალში" ნებისმიერი მოთამაშის შემცვლელი მოიძებნება.ჩვენ გარაი და მეტცელდერი გვყავს პორტუგალიელის ალტერნატივად.ასევე სერხიო რამოსსაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)