რამოსი, ბეილი, ხამესი, კროოსი - კარლოს ნდობით აღჭურვილები

კარლო ანჩელოტის ფორმაციის "რეალში" ამ სეზონში ყველაზე მეტი პაექრობა სერხიო რამოსმა, გარეთ ბეილმა, ხამეს როდრიგესმა და ტონი კროოსმა ჩაატარეს...


ხსენებულმა ფეხბურთელებმა უკვე 12 პაექრობაში მიიღეს მონაწილეობა, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ლა ლიგის, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასის პაექრობებში.

აღსანიშნავია, რომ უელსელ ფეხბურთელს 90 წუთიანი მაჩვენებელი 10 დაპირისპირებაში აქვს. სერხიო რამოსი 3-ჯერ იქნა შეცვლილი, ერთხელ კი ამის მიზეზი დაზიანება გახლდათ, რომლის გამოც იგი ამჟამადაც არ იმყოფება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

ხამესი და კროოსი

რაც არ უნდა გასაკვირი იყო, კოლუმბიურ-გერმანული დუეტი ანჩელოტის ნდობას ყოველ პაექრობაში იღებს. ხამესმა 3 ტურნირზე უკვე მოახერხა გოლის გატანა. ჩემპიონთა ლიგის პაექრობა როგორც როდრიგესმა, ასევე ტონიმ გამოტოვა, რადგან ბულგარეთში მათი დახმარების საჭიროება ნამდვილად არ არსებოდა, მითუმეტეს მოწოდების სიმაღლეზე იდგა ისკო ალარკონი, რომელმაც საკმაოდ აქტიურად ჩაატარა მატჩი.

გასაკვირია, რომ კრიშტიანო რონალდუს ოთხეულზე კარგი მაჩვენებელი არ აქვს, თუმცა ამის მიზეზი ყველას კარგად მოეხსნება, რადგან პორტუგალიელს რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება დაზიანების გამო მოუწია, რომელიც უკვე აღმოფხვრულია. dle 10.1

  • Hala
  • 13 ოქტომბერი 2014
  • 1658
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)