ზიზუ სამ თვიან დისკვალიფიკაციას ვერ ასცდა

მოგეხსენებათ, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ზინედინ ზიდანს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დისკვალიფიკაციას დააკისრებდა და ვარაუდი გამართლდა კიდეც...


ფრანგი ლეგენდა სამწვრთნელო საქმიანობას 3 თვით ჩამოშორდება, ამ დროში საჭირო ლიცენზიას მიიღებს.

მადრიდის "რეალის" იურისტთა ჯგუფს 10 დღიანი ვადა მიეცა გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, ხოლო თუ საჩივარი არ დაკმაყოფილებდა არსებობს კიდევ ერთი ინსტანცია, რომელსაც საარბიტრაჟო სასამართლო ჰქვია.

ოფიციალურად "კასტილიას" მწვრთნელად სერხიო სანჩესი ითვლება, ზიდანი კი მისი თანაშემწეა, თუმცა მეორე მხარე ამტკიცებს, რომ ფრანგი ლეგენდა გახლავთ მთავარი მწვრთნელი და ამას შესაბამისი ვიდეო რგოლებით ამტკიცებს.

სავარაუდოდ არავითარ საჩივარს აზრი არ ექნება და მადრიდის "რეალის" ლეგენდა 3 თვის განმავლობაში დამატებით კურსს გაივლის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რის შემდეგაც თავიდან ჩაუდგება "კანტერანოებს" სათავეში.

შეგახსენებთ, ზიზუს დამოძრილ გუნდს ესპანეთის მესამე დივიზიონში არც ისე კარგი შედეგები აქვს. ისინი მე-18 ადგილს იკავებენ, რაც თავისთავად კატასტროფის ტოლფასია. dle 10.1

  • Hala
  • 11 ოქტომბერი 2014
  • 2391
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)