ბენზემა : "ვარანი ერთ-ერთი საუკეთესოა"

კარიმ ბენზემამ "მარკასთან" საუბარში განაცხადა, რომ რაფაელ ვარანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ყველას გაუცება შეუძლია...


"როდესაც რაფა ესპანეთის დედაქალაქში მოვიდა, ძალიან პატარა ბიჭი იყო, თუმცა უდიდეს პერსპექტივას ფლობდა. დღეის მონაცემებით კი ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვარანს სრულყოფილება ახასიათებს, ის არასდროს არის შეშინებული და ყოველთვის შემართებით გამოდის მოედანზე."

"რაფაელი საფრანგეთის ნაკრების უცვლელი წევრია, მან უდიდესი გამოცდილება მიიღო ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ჩემი აზრით ფინალში გასვლა შეგვეძლო, მაგრამ უიღბლობამ იჩინა თავი. ამასთან ერთად იგი "რეალის" ღირსებას იცავს და კონკურენციას უწევს კეპლერ პეპესა და სერხიო რამოსს, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე დგანან."

"ვარანი ინტელექტუალური მოთამაშეა, მან ზუსტად იცის პოზიციის შერჩევა და შესანიშნავად გამოიყურება საჰაერო ორთაბრძოლების დროს. ეს ფრანგის დიდი უპირატესობების მცირე ჩამონათვალი გახლავთ."

"პორტუგალიის ნაკრებს კრიშტიანო რონალდუს სახით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ჰყავს, ამ ფეხბურთელის გაჩერება უდიდესი პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან ის უდიდესი წინახაზელია, რომელსაც ყველა პაექრობაში შეუძლია გოლების გატანა." dle 10.1

  • Hala
  • 10 ოქტომბერი 2014
  • 1510
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)