ანჩელოტი : "რონალდუ "რეალში" რომ საუკეთესოა არავინ კამათობს"

კარლო ანჩელოტის განცხადებით, კრიშტიანო რონალდუ სამეფო კლუბში ყველაზე ნაყოფიერი მოთამაშეა და ამაზე ყველა თანხმდება...


"უამრავ ფეხბურთელთან მიმუშავია, მაგრამ რონალდუ მხოლოდ სასწაულებს სჩადის. სეზონში მინიმუმ 50 გოლის გატანა არავისთვისაა იოლი, თუმცა შვიდიანი ამას ახერხებს, რაც უდიდესი შრომის ფასად უჯდება."

"თუ ვინმე თვლის, რომ კრიშტიანო ეგოისტია, ეს მხოლოდ მისი აზრია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მე შეგირდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ის როცა საჭიროა გოლს იტანს, თუმცა ნამდვილად ვე ვიტყვით, რომ საგოლე გადაცემების გაკეთება არ უყვარს. რონი გუნდური ფეხბურთელია და ეს არაერთხელ დავინახეთ."

"პსჟ-ში დიდი გეგმებით მივედი და კლუბის აღმშენებლობაში გარკვეული წვლილი შევიტანე, თუმცა მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი იყო სამუშაო, რადგან სულ ახალ გუნდს ვაშენებდით. ხელმძღვანელობას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე თვით ადრე ვაცნობე, აქედან გამომდინარე ვერავინ დამდებს ბრალს იმაში, რომ კოლექტივი მოულოდნელად მივატოვე."

"პარიზში, ისევე როგორც მადრიდში დიდი მოთხოვნებია. ჩემი აზრით, პირველივე სეზონში ფრანგული კლუბის ჩემპიონობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმოუდგენელი იყო."

"ზლატანი ძალიან აგრესიულია მოედანზე, თუმცა დამერწმუნეთ, ის ბრწყინვალე ადამიანი გახლავთ, რომელიც ყოველთვის მუხლჩაუხრელად შრომობს." dle 10.1

  • Hala
  • 10 ოქტომბერი 2014
  • 2300
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)