"მილანი" საკუთარ თავს არ ღალატობს

მოგეხსენებათ, სამი ხედირას მადრიდული მომავალი სერიოზული ბურუსით არის მოცული. გერმანელი ფეხბურთელი ამჟამად ტრავმას იშუშებს და ცდილობს რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს მოედანს, თუმცა ხელშეკრულების განახლებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არც დაწყებულა, თანაც იმ ფონზე, რომ 30 ივნისს მოთამაშე თავისუფალი აგენტი გახდება...


ოქროსმედალოსანს ნისლიან ალბიონს უკავშირებენ, რადგან ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი სამისადმი დიდ ინტერესს გამოთქვამს, თუმცა, "ტუტოსპორტ"-ის ინფორმაციით ბრძოლაში იტალური "მილანიც" ჩაება.

"როსონერი" საკუთარ სტილს არ ღალატობს და ფეხბურთელში კვლავაც არცერთი ცენტის გადახდა არ უნდა. "შავ-წითლებმა" სწორედ ასე დაიმატეს გასულ ზაფხულს დიეგო ლოპესი, მენესი და სხვები.

იტალიეთა პოლიტიკა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, მათი ტაქტიკა ფეხბურთელების უფასოდ გადაბირებაა, თუმცა რა შედეგები მოიტანა ასეთმა ხელმომჭირნეობამ ყველა კარგად ხედავს.

როგორც სჩანს ადრიანო გალიანის იმის იმედი აქვს, რომ ხედირა ზაფხულში ლონდონისკენ არ აიღებს გეზს, ხოლო 30 ივნისის შემდეგ, როდესაც ის თავისუფალი აგენტი გახდება არა პრემიერლიგას, არამედ სერია "ა"-ს მიაშურებს. ასევე ცნობილია რომ "მეთოფეები" სამის 5.5 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით, აქედან გამომდინარე "მილანელებს" მეტის დასახელება მოუწევთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი ფეხბურთელში არაფერს გადაიხდიან.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 9 ოქტომბერი 2014
  • 2241
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)