მენდეში: "რონალდუ კარიერას "რეალში" დაასრულებს"

კრიშტიანო რონალდუს აგენტმა ბოლო მოუღო ბოლო დროს ჟურნალ-გაზეთებში გავრცელებულ ხმებს "მადრიდის რეალიდან" კრიშტიანო რონალდუს წასვლის შესახებ


"ის "მადრიდის რეალში" თავს ბედნიერად გრძნობს, ძნელია მისი აქედან წაყვანა"-განაცხადა მენდეშმა.

"ის მუდმივ პროგრესს განიცდის , ყოველ წლიურად უკეთესი ხდება და ასე იქნება 40 წლამდე. კრიშტიანო "რეალში" ბედნიერია და მუდამ ბედნეირი იყო. მას იდეალური ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან. რონალდუ აპირებს ყველა რეკორდის დამხობას, რაც კი "თეთრებს" უკავშირდება. მისი მიღწევების განმეორებას კი ამ კლუბში დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ვერ შეძლებს. ის კარიერას აქ დაასრულებს"-დასძინა მენდეშმა.

"რა თქმა უნდა, მის გულში თავისი ადგილი უკავია "მანჩესტერ იუნაიტედს", ვინაიდან იქ ექვსი დაუვიწყარი წელი გაატარა, მაგრამ ეხლა "მადრიდის რეალზე" ფიქრობს და მომავალშიც ასე იქნება. ცალკე საკითხია იმ ხალხის პატივისცემა, რომელსაც ის ახსოვთ "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ მათდა სამწუხაროდ ის "მადრიდის რეალის" მოთამაშე იქნება კიდევ დიდი ხნის მანძილზე".

ბოლოს მენდეშმა ასევე ისაუბრა რონალდუს გადაბირების სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებზე: "არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ კრიშტიანო რონალდუს "მადრიდის რეალიდან" წაყვანა შეუძლებელია. არ ღირს თავის შეწუხება და ამ მიზნით ჩემთან დარეკვა."

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 9 ოქტომბერი 2014
  • 3445
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)