"რეალი" ევროპაში ყველაზე გამტანი გუნდია

"მადრიდის რეალი" ევროპაში ყველაზე გამტანი გოლია. 7 ტურის თავზე მათ ანგარიშზე 25 გატანილი გოლია.


ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და საბერძნეთის ლიგების კლუბებს შორის "მადრიდს რეალს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მიუხედავად ამისა, კარლო ანჩელოტის შეგირდები პრმირეა დივიზიონში მაინც მეოთხე ადგილზე არიან 15 ქულით.

"მადრიდის რეალს" საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ბრწყინვალე აქვს. 3,57 გოლი ერთ თამაშში. მეორე ადგილს იკავებს ჟოზე მოურინიოს "ჩელსი", რომლის საშუალო მაჩვენებელიც 3 გოლს შეადგენს ერთ თამაშში (21 გოლი 7 თამაშში). "მადრიდის რეალს" გოლი ყოველ 25 წუთში გააქვს, "ჩელსის" ყოველ 30 წუთში, "ბარსელონას" ყოველ 33,16 წუთში "მარსელს" ყოველ 35,22 წუთში და ა.შ.

თუ ანჩელოტის შეგირდები ამ ტემპით გააგრძელებენ სეზონს ისინი 135 გატანილი გოლით დაასრულებენ, რაც "მადრიდის რეალისა" და ლიგის ისტორიაში აბსოლიტური რეკორდი იქნება. ამჟამინდელი რეკორდი კი ჟოზე მოურინიოს ეკუთვნის, რომლის გუნდმაც 2011-12 წლებში 121 გოლის გატანა შეძლო.

თავის მხრივ, გუნდის უმთავრეს მეგოლესაც შეუძლია რეკორდის დამყარება. იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ ამჟამინდელ საშუალო მაჩვენებელს (1,85 გოლი ერთ თამაშში) შეინარჩუნებს, სეზონს ის 70 გატანილი გოლით დაასრულებს.

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 8 ოქტომბერი 2014
  • 2086
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)