ხედირას წასვლის შემთხვევაში "რეალი" რამირესს 32 მილიონად შეიძენს

მას შემდეგ, რაც ყველასთვის მოულოდნელად გუნდის ლიდერმა, ჩაბი ალონსომ მადრიდის "რეალი" დატოვა, კარლო ანჩელოტი დიდი თავსატეხის წინაშე დადგა, რადგან ბასკი ნახევარმცველი ერთდროულად ასრულებდა საყრდენი და ჩამშლელი ნახევარმცველის როლს...


დღეის ფორმაციაში, სამეფო კლუბის ნახევარდაცვას ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი ამაგრებენ, თუმცა თვალნათლივია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთს არ გამოსდის მეტოქის შეტევების ჩაშლა, აქედან გამომდინარე კარლო ანჩელოტი თამაშში ხშირად რთავს ასიერ ილიარამენდის, რომელიც გამოუცდელია.

ყველაფერი მოგვარებული იქნებოდა რომ არა სამი ხედირას ტრავმა. გერმანელი ფეხბურთელის დაბრუნება დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება, თუმცა ამასთანავე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ოქროსმედალოსანთან არსენ ვენგერმა შეთანხმებას მიაღწია და იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნისლიანი ალბიონისკენ აიღებს გეზს.

ცნობილი, ბრიტანული გამოცემა "Caughtoffside" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ხედირას წასვლის შემთხვევში სამეფო კლუბი "ჩელსიდან" ბრაზილიელ რამირესს წამოიყვანს. მადრიდელთა თავკაცი ბრაზილიელ შუახაზელს დიდ პატივს სცემს და თვლის, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და "მერენგებისთვის" ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია.

დედაქალაქელები ლონდონელებს 32 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გახლავთ. dle 10.1

  • Hala
  • 7 ოქტომბერი 2014
  • 2288
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)