ანჩელოტი: „ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, თუ ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს““

„ბლანკოსის“ იტალიელმა მესაჭემ კარლო ანჩელოტიმ, „ატლეტიკთან“ თამაში შეაჯამა.


„გახარებულნი ვართ, რამეთუ სასურველი თამაში ვაჩვენეთ.გუნდის მოწოდების სიმაღლეზე იყო, როგორც შეტავაში, ასევე დაცვაში.ფეხბურთელებმა დიდებულად იბურთავეს.“

„ბეილის, ბენზემასა და რონალდუს ტრიომ ფანტასტიკურად იასპარეზა.მართალია, გარეთს მეტოქის კარი არ აუღია, თუმცა 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთიანნი არიან.“

„ბეილმა და ხამესმა შესანიშნავად შეასრულეს დაცვითი ფუნქციები.კოლუმბიელს მოსწონს უკან ჩამოსვლა და ნელ-ნელა სწავლოს ახალ თვისებებს.“

„ატლეტიკთან“ ჩატარებული პაექრობა საუკეთესი იყო.ვგონებ, განვლილი სეზონის აღნიშნულ ეტაპთან შედარებით, უკეთესად ვთამაშობთ.ყურადღებით ვიდექით სტანდარტული მდგომარეობის დროს და კარი მშრალად შევინახეთ.“

„რამოსმა ტკივილები იგრძნო და ცხადია, რისკზე არ წავედით.ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და ამის შემდეგ ნაკრები მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუძახონ თუ არა შეკრებაზე.“

„გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.კარვახალი და მარსელო შესანიშნავად კომბინირებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.“

„ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთ „ოქროს ბურთს“ დაიბევებს.“

„მოთამაშეები კომფორტულად გრძნობენ თავს აღნიშნულ სისტემაში, ამიტომაც, არაფერი შეიცვლება.“

„ფეხბურთელების დადგმული ცეკვა არ მინახავს.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)