"იუნაიტედი" კოენტრაოს იანვარში შეიძენს

Daily Express-ის ცნობით მანჩესტერ "იუნაიტედი" ზამთარშიც საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვას გეგმავს.


საქმე იმაშია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაღებულმა ფინანსებმა ვან გაალის გუნდის შედეგზე დიდი გავლენა ვერ იქონია. "წითელი ეშმაკები" შარშანდელი სეზონის მსგავსად, წელსაც უსახურად თამაშობენ, რის გამოც კლუბის ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფეხბურთელების დამატება მოითხოვა.

ვან გაალი რესურსების გაძლიერებას პორტუგალიელი მცველით, ფაბიო კოენტრაოთი ეცდება. ბრიტანული პრესის ცნობით მანჩესტერელთა თავკაცი ანხელ დი მარიას გაესაუბრა და კოეს გადაბირებაში დახმარება სთხოვა. ანხელი და ფაბიო წლების მანძილზე ჯერ "ბენფიკას" ღირსებას იცევდნენ, ხოლო შემდეგ კი მადრიდის "რეალში" ასპარეზობდნენ. გამომდინარე აქედან მათ საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ.

ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ "იუნაიტედი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გეგმავს კოენტრაოს შეძენას და მათი აზრით, ამ მოლაპარაკების ჩაშლაში ინგლისელებს ხელს ვერაფერი შეუშლის.

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 3 ოქტომბერი 2014
  • 1846
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)