კარლო : "რონალდუ სამაგალითო ფეხბურთელია"

კარლო ანჩელოტიმ "ლუდოგორეცთან" დაპირისპირების წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


"ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. "ლივერპულთან" თამაში ყოველთვის რთულია, ბულგარელებმა კი მათ არაფერი დაუთმეს, აქედან გამომდინარე მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "მეტოქე" ჩემი გუნდის წინააღმდეგ გაორმაგებული ძალებით გამოვა მოედანზე."

"ჯგუფური ეტაპის მატჩები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით ამის თქმა პირველ და მეორე პაექრობაზე შემიძლია. საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს, შესაძლოა გარკვეულწილად მივმართო როტაციას, თუმცა კოლექტივის ბირთვი შეცვლილი არ იქნება, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაა და არა ერთი რიგითი მატჩი."

"მადრიდის "რეალს" ბულგარეთში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ მოიძებნება ადგილი, სადაც "ბლანკოსის" მაისურში გამოწყობილ ადამიანს ვერ ნახავ, აქედან გამომდინარე არ გამკვირვებია, რომ ასეთი თბილი დახვედრა მოგვიწყვეს."

"კრიშტიანო რონალდუ საუკეთესო გახლავთ, ფეხბურთში უკვე დიდი ხანია ვარ, თუმცა პორტუგალიელის დონის მოთამაშე არასდროს გამიწვრთნია, მას საუკეთესო თვისებების კომპლექტი აქვს, რომელიც იშვიათობაა. თავით თამაში, ორივე ფეხით თამაში, სისწრაფე, ტექნიკა, სტანდარტულები - ყველა კომპონენტში ოქროს ბურთის მფლობელი უბადლოა, ის მართლაც სამაგალითო უნდა იყოს არამხოლოდ ფეხბურთელთათვის, თითოეულმა სპორტსმენმა რონის უნდა მიბაძოს. რონალდუს არასდროს ეზარება შრომა, შედეგები კი სახეზეა."

"4-4-2 სქემის პირობებში სამეფო კლუბის დაცვა ძალიან სოლიდურია, 4-3-3 შედარებით განსხვავებული გახლავთ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ორივე ტაქტიკაში ბალანსი შევინარჩუნოთ, რაც დღევანდელ ფეხბურთში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს."

"ბულგარეთს კარგად ვიცნობ და ბრწყინვალე მოგონებები მაქვს, დარწმუნებული ვარ 3 ქულის მოპოვებას შევძლებთ და კვლავაც კარგად გავიხსენებ სოფიას."

"კრიშტიანოს პროგრესი მთლიანად ჩემი დამსახურებაა." (იცინის)

"პეპე გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა ჯერ არ ვიცი მოედანზე პორტუგალიელი გავა თუ რაფაელ ვარანი, ამ ეტაპზე დაკვირვებას ვაწარმოებ, გადაწყვეტილებას კი ხვალ მივიღებ."

"ბეილი კარგ ფორმაშია, მას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ მინდა განგიცხადოთ, რომ უელსელი სწორედ იმას აკეთებს, რასაც მე ვავალებ. ის გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ კიდევ უფრო შეუძლია მომატება და გულშემატკივართა გაოცება. გარეთს ასახსნელი არაფერი აქვს, რადგან აღმაფრთოვანებელ კონდიციაში იმყოფება."

"ისკო ალარკონს დასამტკიცებელი ნამდვილად არაფერი აქვს. უდიდესი კონკურენციის პირობებში ახალგაზრდა ესპანელი მაინც ახერხებს უმაღლეს დონეზე თამაშს. არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც მინდა ვთქვა, რომ ნახევარმცველი კლუბს ძალიან სჭირდება." dle 10.1

  • Hala
  • 30 სექტემბერი 2014
  • 5409
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)