ილიარამენდი : "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი გამოცდილებაა"

ასიერ ილიარამენდის განცხადებით, მადრიდის "რეალს" ბულგარეთში არც ისე იოლი გასეირნება ელის, რადგან მეტოქე დებიუტანტია, რომელიც უდიდესი მოტივაციით გავა მოედანზე...


"ყველამ კარგად ვნახეთ თუ რამხელა პროგრესი აჩვენა ბულგარულმა კლუბმა, მართალია ისინი საკუთარ მოედანზე არ ითამაშებენ, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. "ლივერპულის" წინააღმდეგ "ლუდოგორეცმა" ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, ამ გუნდის ფეხბურთელებს მონდომება ეტყობოდათ, მოტივაციის ნაკლებობა კი არც "ბლანკოსის" წინააღმდეგ ექნებათ. მათ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან უწევთ ურთიერთობის გარკვევა."

"არ ვიცი ვითამაშებ თუ არა, თუმცა მოედანზე გასვლის შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები, რადგან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება გახლავთ, ნამდვილად რთულია ამ ტურნირზე თავის წარმოჩენა, თუმცა როდესაც გამოცდილება გაქვს ყველაფერი გიმარტივდება."

"კრიშტიანო რონალდუ ბრწყინვალე ფორმაშია, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როგორც შარშან, ასევე წელს შვიდიანი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, მისი მაჩვენებელი მართლაც აღმაფრთოვანებელი გახლავთ."

"კარლო ანჩელოტის ძალიან უყვარს როტაცია, რადგან იცის, რომ სეზონი გრძელია და ფეხბურთელებმა ძალა მაქსიმალურად უნდა შეინახონ. შანსს ყოველთვის ველი და როდესაც მოედანზე გავდივარ ვცდილობ სოლიდური ვიყო." dle 10.1

  • Hala
  • 30 სექტემბერი 2014
  • 2144
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)