ვალდანო : "კარლო კომპლიქტების დარეგულირების ოსტატია"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ "მარკასთან" ინტერვიუ ჩაწერა და სამეფო კლუბში არსებული ვითარება მიმოიხილა...


"მინდა ხაზი გავუსვა, რომ "ბლანკოსს" გენიალური მწვრთნელი ჰყავს, რომელიც თითოეულ ფეხბურთელს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს და შვილივით ექცევა, მისთვის კოლექტივში სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. იტალიელი სპეციალისტი ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა მშვიდობისმოყვარეობით, მას არ უყვარს გუნდში დაძაბულობა და კომპლიქტების მოგვარების ოსტატია. ანჩელოტისთვის პირველ რიგში კლუბის ინტერესები დგას, შემდეგ კი ფეხბურთელები."

"ერთადერთი სიტუაცია, რომელიც ჯერ-ჯერობით ბუნდოვნად სჩანს კაპიტან იკერ კასილასს შეეხება, ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ გეტყვით, დატოვებს თუ არა იტალიელი დამრიგებელი კაპიტანს სასტარტო შემადგენლობაში."

"კარლიტოს განკარგულებაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "რეალს" ყველაფრის მოგება გაუიოლდება, ვარსკვლავებთან მუშაობა გაცილებით უფრო რთულია, თუმცა "მერენგების" თავკაცმა კარგად იცის მათი მართვა, რადგან ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს."

"კრიშტიანო რონალდუ მიზანსწრაფული ფეხბურთელია, მას არასდროს აკლდა ამბიცია და ტიტულებისკენ სწრაფვა, მისი მონდომება მოედანზე სხვა ფეხბურთელებზეც გადადის, აქედან გამომდინარე შვიდიანი სამეფო კლუბისთვის დაუფასებელი გახლავთ, მისი ნაჩვენებ შედეგებს გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოჰყავს. პორტუგალიელი არის უნიკალური მოთამაშე, რომელსაც შეტევის ნებისმიერ წერტილში შეუძლია მომაკვდინებელი თამაში."

"მიმდინარე სეზონში რონალდუსა და მესის შედარება ნამდვილად აღარ შეიძლება, რადგან მათ აბსოლუტურად სხვა დავალებები აქვთ მოედანზე. ანჩელოტი კრიშტიანოს გოლის გატანისკენ მოუწოდებს, ლუის ენრიკემ კი არგენტინელი ფეხბურთელი ნამდვილად "ორკესტრატორად" აქცია. ასე ვთქვათ რონალდუ 20 ნაბიჯით წინ დგას და მეტოქის კარის დალაშქვრას ცდილობს, ლიონელი კი 20 ნაბიჯით უკან და გადაცემებით ამარაგებს თანაგუნდელებს." dle 10.1

  • Hala
  • 29 სექტემბერი 2014
  • 2337
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)