იკერი : "კეილორი ნამდვილი პროფესიონალია, ისევ კიდევ ითამაშებს"

სამეფო კლუბის კაპიტანმა, იკერ კასილასმა "ვილიარეალის" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


"კეილორი დიდებული ადამიანი და ფეხბურთელი გახლავთ, მას ნამდვილად შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. კოსტა-რიკელი ძალიან მონდომებით ვარჯიშობს და უმაღლეს დონეს აჩვენებს, ის ნამდვილი პროფესიონალია."

"ვინ უნდა ითამაშოს სასტარტოში? ამას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი წყვეტს და არავის აქვს უფლება კორექტივი შეიტანოს. უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს ზურგს და ვცდილობ დავამტკიცო, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობა კვლავაც შემიძლია."

"ვილიარეალის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, ჩვენ მონოტონურად ვაკონტროლებდით ბურთს და მეტოქეს თამაშის საშუალებას არ ვაძლევდით. მოხარული ვარ, რომ კარი მშრალად შევინახე, მეტოქის კარის ბადე კი ორჯერ შეირხა."

"როგორც დაცვამ, ასევე თავდასხმამ მოწოდების სიმაღლეზე ითამაშა, მათ კარლოს დავალებებს კარგად გაართვეს თავი."

"სამეფო კლუბში ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო. მოდუნება არასდროს შეიძლება, რადგან თითოეულ პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა, აქედან გამომდინარე ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან იმისათვის, რომ კარლიტოს ნდობა მოიპოვონ და სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრონ ადგილი." dle 10.1

  • Hala
  • 27 სექტემბერი 2014
  • 4603
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)