ფლორენტინო პერესი: "უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ნებისმიერ დროს"

ფლორენტინო პერესმა "მადრიდის რეალის" გენეარალური ასამბლეა გახსნა, სადაც სიტყვით გამოვიდა. (განახლებულია)


ფლორენტინო პერესმა ასამბლეა დი სტეფანოზე საუბრით გახსნა: "დღეს თითოეულ ჩვენგანს რაღაც აკლია და სწორედ ამ დანაკლისით გვიწევს შევხვდეთ ამ დღეს. ესაა პირველი ასამბლეა, რომელსაც ჩვენი საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო არ ესწრება. მოგიწოდებთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ადამიანს, რომელმაც შეცვალა ისტორია და ადამიანს, რომელმაც ჩვენი კლუბი გახადა ისეთი, როგორიც ის დღეს არის. ყველას გვახსოვხარ ალფრედო და ჩვენი პატივისცემა შენ. ალფრედო დი სტეფანო იყო "მადრიდის რეალი" და ბოლო რამ, რაც მან ნახა , ეს იყო სანატრელი მეათე თასი. მან ვერ შეძლო ლისაბონში წამოსვლა, მაგრამ ის მომსწრე იყო იმ ზეიმის, რაც ჩვენმა კლუბმა შემოგვთავაზა. ალფრედო დი სტეფაბო მუდამ იქნება და მუდამ იცოცხლებს ჩვენს მოგონებებში. ჩემთვის ყველაფერთან ერთად, ის იყო ნამდვილი მეგობარი. ძნელი იქნება "მადრიდის რეალში" ცხოვრება მის გარეშე. ვგრძნობთ მის არყოფნას. მსოფლიოს საფეხბურთო სამყარომ გამოთქვა თავისი მწუხარება და იტირია მის წასვლა და მინდა ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო გამოჩენილი თანადგომისთვის. განსაუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა მეფე ფილიპ VI-ს. ასამბლეა ეძღვნება მის ხსოვნას. ადამიანის ხსოვნას, რომელიც საუკეთესო იყო. ალფრედო მადლობა შენ ყველაფრისთვის."

წლევანდელი წელი ორი მნიშვნელოვანი ამბის წელი იყო. ერთი ცუდის, მეორე კარგის. ცუდი ის, რომ ალფრედომ დაგვტოვა, ხოლო კარგი ის, რომ "მადრიდის რეალმა" მოიგო სანატრელი მეათე თასი.

"მოგიწოდებთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ალფრედოს ხსოვნას, ვინაიდან ალფრედო უკვე აღარაა ჩვენთან ხორციელად, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს ჩვენს გულში და ჩვენს გონებაში."

"ძვირფასო პარტნიორებო, როგორც ვთქვით, ჩვენ გავაკეთებდით ყველაფერს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და ჩვენ ეს შევძელით. შევძელით ყველად მადრიდისტას სახელით. სწორედ ეს ხალხია ჩვენი სიძლიერე. ბევრი ცდილობს, რომ დაგვასუსტოს. ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ მაისურით, არის იმ ხალხის დამსახაურება , რომელიც ჩვენ გვქმნიან და გვაძლიერებენ. ვერავინ , ვერასდროს ვერ შეძლებს ამ ძალის დამარცხებას."

"მეათე იყო ოცნება. თუ ჩვენ რამეს წარმოვადგენთ, ეს იმ ტიტულების დამსახურებაა, რომლებიც ზურგს გვიმაგრებენ. პატრტნიორებთან, თავის გულშემატკივრებთან ერთად "მადრიდის რეალი" უფრო ძლიერია და მას ვერავინ, ვერასდროს ვერ დაამარცხებს."

"ჩვენ მივაღწიეთ ეკონომიკურ ლიდერობას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თამამები ვიყოთ სპორტულ ფინანსების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, ზედიზედ მეათე წელიც შემოსავლების მხრივ ლიდერობას ვერავინ ვერ წაგვართმევს. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა. სწორედ ამ ეკონომიკური სიძლიერის წყალობით შეგვიძლია ჩვენ ჩვენი წარმოუდგენელი და ბევრისთვის მიუღწევადი ოცნებების ასრულება."

"ბრწყინვალე წელი იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ კლუბში კმაყოფილებისა დრო არ არის. ჩვენ მუდამ გვაქვს ახალი გამოწვევები და ახალი მიზნები... საუკეთესო ფეხბურთელებმა უნდა შეძლონ ჩვენი ცონებების ასრულება."

"მეათეს წელს დავუმატეთ კოპა დელ რეი, რომელშიც ბრწყინვალე გოლი გაიტანა ბეილმა. მგონი, თუ სწორად მახსოვს, პირველად შეძლო გუნდმა ჩემი პრეზიდენტობის დროს დუბლის შესრულება. ეს ყველაფერი კოლექტიური და გუნდური მუშაობის შედეგ იყო. ინდივიდუალურ დონეზე კი გვყავს კრიშტიანო რონალდუ, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. ის ოქროს ბურთს "მადრიდის რეალის" რიგებში დაეუფლა, რაც ალფრედო დი სტეფანოს შემდეგ არ მომხდარა. 2014 წელსაც ჩვენი ვალდებულებაა, რომ ახალ-ახალი ტიტულები დავამატოთ ჩვენს კოლექციას. უკვე ერთი ტიტულის მოგება შევძელით კარდიფში. წინ მორიგი ტიტულია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სახით, რაც ჩვენი ერთ-ერთი მიზანთაგანია."

"ახალი სეზონი ბრწყინვალე ფეხბურთელებით დავიწყეთ, რომლებიც დღითი-დღე გვაოცებენ. მუნდიალის სამი უძლიერესი ფეხბურთელი დავიმატეთ: ტონი კროოსმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და თავისი წვლილი შეიტანა ეორვნული ნაკრების წარმატებაში. ხამესმა ნამდვილი რეოვულიცია მოახდინა მსოფლიო ჩემპიონატზე მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, მან ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოავლინა. ის მუდამ ოცნებობდა აქ თამაშზე და მას ეს ოცნება აუხდა. კეილორი მსოფლიო ჩემპიონატზე ნამდვილი სასწაული იყო. ხუთიდან სამ თამაშში ის საუკეთესო იყო. ჩიჩარიტო ბრწყინვალე თავდამსხმელია. ყველანი აქ მოვიდნენ იმისთვის, რომ "მადრიდის რეალს" დაეხმარნონ და თავიანთი კვალი დატოვონ აქ."

"ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის, რომლებსაც შემდგომში თქვენ ჩვენი ფინანსისტები გაგაცნობენ და წარგიდგენენ, მინდა გამოვყო საერთო შემოსავალი დაგროვილი კაპიტალის ჩათვლით 604 მლნ. ევროს ოდენობით და 549,6 მლნ. ევროს ოდენობით კაპიტალის გარეშე. ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე ამ ინსტიტუტის სტაბილურობის გარანტია. 29%-იანი ზრდა გვაქვს. 2000 წლიდან მოყოლებული ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 12%-ია. როცა დირექტორთა საბჭოში ჩვენი გუნდი მოვიდა, ჩვენ მეშვიდე კლუბი ვიყავით შემოსავლების მხრივ. 2004 წელს ლიდერები გავხდით შემოსავლების მხრივ და ზედიზედ ათი წელია , ლიდერობას ხელიდან არ ვუშვებთ. ეს მაჩვენებლები ყველაზე მაღალია მსოფლიოში და არ არსებობს სპორტის ამ და სხვა სახეობაში კლუბი მსოფლიოში, რომელსაც ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ექნება. მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ 34 მლნ. ევროა, რაც 4,4%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი. 2014/15 წლებისთვის კი კლუბის ბიუჯეტი 520 მლნ. ევროს ტოლი იქნება."

"გვინდა, რომ სანტიაგო ბერნაბეუ საუკეთესო სტადიონად იქცეს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული სტადიონი, რომელიც "მადრიდის რეალს" შეესაბამება და შეეფერება. გვაქვს ამის პროექტი და მიმდიანრეობს სამუშაოები მის განსახორციელებლად. აქ იქნება მაღაზიები, გასართობი ცენტრები, მაქსიმალურად ადვილი იქნება სტადიონზე შეღწევა , იქნება ახალი სავარჯიშო ბალახი, მწვანე ზონა, სპეციალური ავტოსადგომები. ამჟამად ველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებას სახელმწიფო ორგანოებისგან. ბოლო დონეზე ვართ და იმედი გვაქვს, უკვე მომდევნო წლიდან შევძლებთ მშენებლობის დაწყებას."

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 21 სექტემბერი 2014
  • 2979
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)