მედუიანინი : "ბრძოლისთვის მზად ვართ"

"დეპორტივოს" ფეხბურთელის, ჰარის მედუიანინის განცხადებით, მისი კლუბი სამეფო კლუბთან საბრძოლველად მზად არის...


"როდესაც მადრიდული გიგანტის წინააღმდეგ გიწევს ასპარეზობა მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, მაგრამ არასდროს არ უნდა დაიწუწუნო, რომ დაიღალე, რადგან ასეთი შანსი ხშირად არ გეძლევა."

"ალბათ ბევრს ჰგონია, რომ "ბლანკოსი" იოლად მოგვიგებს, მაგრამ საშინაო კედლებში ვთამაშობთ და საბრძოლველად მზად ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად."

"ვიცი, რომ რთული მატჩი გველის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სამი ტურის თავზე ჩვენ გუნდს 4 ქულა აქვს, ანჩელოტის კოლექტივს კი 3, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქელებს უფრო სუსტი გუნდი ჰყავთ, ისინი პრიმერა დივიზიონის მოგებისთვის ძალებს არ დაზოგავენ."

"მთავარია ოპონენტებს გასაქანის საშუალება არ მივცეთ. "რეალს" ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავს, აქედან გამომდინარე მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ და მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ, სხვა შემთხვევაში ფიასკომდე მივალთ." dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2014
  • 1278
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)