ოტმან ჰიტსფელდი : "რეალი ლიგის ფავორიტია"

ოტმან ჰიტსფელდმა მადრიდის "რეალზე" ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა...


"უდავოდ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების კანდიდატი გახლავთ, დედაქალაქელები ფავორიტის სტატუსს ინარჩუნებენ, თუმცა მიუნხენის "ბაიერნი", მანჩესტერ "სიტი" და "ბარსელონა" ყველაფერს გააკეთებენ ოქროს მედლების მოსაპოვებლად. ჩემი აზრით სწორედ ესენი არიან გამოკვეთილი ფავორიტები, მაგრამ დორტმუნდის ბორუსიასგანაც ძალიან ბევრს ველი და არ გამიკვირდება, თუ იურგენ კლოპის გუნდი ფინალში იასპარეზებს."

"მადრიდის "რეალს" მსოფლიოს საუკეთესო შეტევითი ხაზი ჰყავს. ფეხბურთელების მხრივ არც დაცვის რგოლია სუსტი, თუმცა ფაქტია, ამ კლუბის უკანა ხაზში გარკვეული პრობლემებია, პირველ რიგში კი ეს სტაბილურობა ეხება. რამდენიმე მატჩს თვალ-ყური ვადევნდე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "რეკორდმაისტერის" დაცვა გაცილებით უფრო სტაბილურია, ვიდრე "ბლანკოსის", აქედან გამომდინარე კარლო ანჩელოტის რეფორმების გატარება მოუწევს."

"ჩაბი ალონსოს სახით მადრიდის "რეალმა" დიდი ფეხბურთელი დაკარგა, მიუნხენის "ბაიერნმა" კი შეიძინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ტონი კროოსი, რომელიც მინიმუმ 10 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ითამაშებს, ამ ფეხბურთელს უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელსაც ნელ-ნელა ამჟღავნებს." dle 10.1

  • Hala
  • 17 სექტემბერი 2014
  • 2465
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)