ნაჩო : "მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"

ნაჩო ფერნანდესმა ბაზელთან მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ გამარჯვებამ დედაქალაქელებს დიდი სიხარული მიჰგვარა...


"შვეიცარიელებს ძალიან კარგი კოლექტივი ჰყავთ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად გამოდიან. საბედნიეროდ გავიმარჯვეთ და დიდი სიხარული მივანიჭეთ გულშემატკივრებს. სამ ქულასთან ერთად დიდი ფსიქოლოგიური მუხტიც მივიღეთ, რომელიც მომდევნო ტურებში გაგვყვება. ლა ლიგის მატჩების წაგების შემდეგ მოედანზე არც ისე ამაღლებული განწყობით გავედით, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი."

"ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე და გოლის გატანაც მოვახერხე. 2014/15 წლების სეზონში მადრიდის "რეალის" პირველი გოლის ავტორი სწორედ მე ვარ, რაც მახარებს. ბევრს ვშრომობ და არაერთხელ განმიცხადებია, რომ დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში, დანარჩენს კი კარლო ანჩელოტი წყვეტს, მან კარგად იცის ვინ არის კონკრეტულ სიტუაციაში საუკეთესო ფორმაში."

"სტადიონზე გულშემატკივართა გაკონტროლება ურთულესი გახლავთ, ისინი იმას გააკეთებენ, რაც მოესურვებათ, ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხურვალე მხარდაჭერა ვიგრძნობ. გუნდისა და ფანების ერთიანობა წარმატების საწინდარია." dle 10.1

  • Hala
  • 17 სექტემბერი 2014
  • 1301
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)