გზა ბერლინისკენ

დღეს მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვას იწყებს. ლა დეციმას შემდეგ ოთხი თვეა გასული და განახლებული ლიგა ბაზელთან თამაშით იწყება. ანჩელოტის შეაფასებით, შვეიცარელებთან მატჩი არის ‘შესაძლებლობა’, რომ გუნდმა ადეკვატური ‘რეაგირება’ მოახდინოს ბოლო დროს განვიათრებულ მოვლენებზე და ამით ყველა კრიტიკოსს დაუმტკიცოს, რომ სამ თამაშზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნებით, ნაადრევია რეალის ჩამოწერა.


ზოგიერთი მედია საშუალებები ბარსელონადან კრიზისზეც კი ალაპარაკდნენ - „საუკეთესო ბარსელონა, უმაქნისი მადრიდი“,- ასეთი მყვირალა ჰედლაინებით გამოდის კატალონიური ‘სპორტი’, ‘მადრიდი თავისუფალ ვარდნას განიცდის’ - გაჰკივის კატალონიელთა ფლაგმანი ტაბლოიდი ‘მუნდო დეპორტივო’.

სამი ტურის შემდეგ არასწორია შორს მიმავალი დასკვნების კეთება, მაგრამ რეალის მეცამეტე ადგილი მაინც თვალში გვხვდება – მადრიდი 6 ქულით ჩამორჩება ბარსას, ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი აქვს გაშვებული და გასულ უქმეებზე, საკუთარ მოედანზე მტკივნეული მარცხი იწვნია ატლეტიკოსგან.

ჩემი აზრით, კრიზისზე საუბარი აბსურდია, მაგრამ გულშემატკივრების მწვავე რეაქციის უგულვებელყოფაც არ შეიძლება. ატლეტიკოსთან თამაშზე გამაყრუებელი სტვენა დაიმსახურა მადრიდის ლეგენდამ, ‘წმინდანად’ შერაცხულმა ვეტერანმა და გუნდის კაპიტანმა, იკერ კასილასმა. წნეხი არა მარტო ფეხბურთელებზე, არამედ ხელმძღვანელობაზეც ვრცელდება, რომელიც თავისთავად პასუხს მთავარი მწვრთნელისგან მოითხოვს. ყველაფერ ამის მიზეზად ზოგიერთი რეალის სატრანფერო პოლიტიკასაც ასახელებს. გუნდიდან წავიდნენ ლოპესი, დი მარია და ალონსო. მათ ნაცვლად მოვიდნენ ნავასი, კროოსი და ხამესი. ხაბის წასვლის შემდეგ რეალმა ზედიზედ ორჯერ წააგო და ექვსი(!) გოლი მიიღო საკუთარ კარში. მოკლე პერსპექტივაში მადრიდი შესუსტდა. ახალმოსულების ადაპტაციასა და გუნდში ინტეგრაციას დრო დასჭირდება. ანჩელოტი კი დაჟინებით აცხადებს, რომ ამ გუნდს არც ერთ სხვაში არ გაცვლიდა. ამაში სრულებით ვეთაბნხმები კარლოს, ისევე როგორც იმაში, რომ რეალს არ მიუღწევია სასურველი ფიზიკური კონდიციებისთვის. შედეგი წლის ბოლოს ფასდება და არა სეზონის დასაწყისში. თუმცა, არც სირაქლემას პოზა და წაყრუება ივარგებს, პრობლემა რეალურია და ეს ძალიან ძაბავს გუნდის გარშემო ატმოსფეროს.

იკერ კასილასი კვლავ ძირითადშია, მაგრამ საკუთარ ძალებში ბოლომდე არაა დარწმუნებული. ხამესის ბუნებრივი, ათიანის პოზიცია, მადრიდის ამ სისტემაში ჯერ–ჯერობით არაა გათვალისწინებული. გუნდი საყრდენი ნახევარმცველის გარეშე თამაშობს – ხედირა ტრმავირებულია, ხოლო ილარას მწვრთნელი არ ენდობა. რეალს აკლია დი მარიას დინამიზმი, რაც არგენტინელმა თან გაიყოლა მანჩესტერში, ხოლო ალონსო ბაირენის შემადგენლობაში ზედიზედ ორჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

‘მე ვარ მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია პრობლემების გადაჭრა,’- აღნიშნა ანჩელოტიმ და იქვე დასძინა, რომ ის სწორედ ის ადამიანია, რომელმაც გასულ წელს მშვენივრად გაართვა თავის მოვალეობას თავი. ‘მოთამაშეებთან ერთად ყველა თამაში გავაანალიზეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ვსაჭიროებთ თანმიმდევრულობას. მეც და ფეხბურთელებიც ვთანხმედბით ერთ რამეში - ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩებში უფრო კოკურენტუნარიანები ვიქნებით და ყველანაირად შევეცდებით ჩემპიონთა ლიგის ხელმეორედ მოგებას“

გზა ბერლინისკენ ბაზელთან თამაშით იწყება. ამ გადასახედიდან ყველაფერი რთულად გვეჩვნება,მაგრამ არავინ დაგვპირებია მარტივ ცხოვრებას - ასეა წელს და ასე იყო შარშანაც, სანამ ლისაბონამდე მივიდოდით. dle 10.1

  • Maqashable
  • 16 სექტემბერი 2014
  • 2855
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (1)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)