ხამესის წინსვლის მოლოდინში

თუ გულშემატკივარი უკმაყოფილოა იკერ კასილასის თამაშით, მაშინ ხამეს როდრიგესი, გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საქმეს...


ხამესში 80 მილიონი ევრო გადაიხადა ფლორენტინო პერესმა. კოლუმბიელი ფეხბურთელი გულშემატკივარმა ძალიან მალე შეიყვარა და მისი თამაშით ჯერ-ჯერობით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა, მითუმეტეს არც სტვენა გაუგია კოლუმბიელს, თუმცა ფაქტია, რომ იგი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი ძალიან ბევრს მოძრაობს მინდორზე. უშიშრად შედის ორთაბრძოლებში და ცდილობს მეტოქეს ბურთი წაართვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის იერიშების მოგერიებას იგი ნახევარდაცვაში თავს საკმაოდ კარგად ართმევს. როდრიგესი ვარჯიშებზე სრულად იხარჯება და ცდილობს სრულ მზადყოფნაში იყოს.

ბეკემბაუერის აზრით, ხამესის და კრიშტიანოს გუნდში ყოლა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტიაა. მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი როდრიგესის წინსვლის მოლოდინშია. მასში კოლოსალური თანხაა გადახდილი და ფანები რა საკვირველია მისგან მეტს ელიან.

თავის მხრივ კოლუმბიელი მოთამაშე დიდი ზეწოლის ქვეშ თამაშობს, მაგრამ პროფესიონალიზმიც სწორედ ამაში გამოიხატება. dle 10.1

  • Junior
  • 16 სექტემბერი 2014
  • 2231
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)