ფაბიან შარი : "რეალთან შეტევითი ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია"

შვეიცარიული "ბაზელის" მცველმა ფაბიან შარმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალთან" სანტიაგო ბერნაბეუზე შეტევითი ფეხბურთის თამაში დიდი სისულელე იქნება, აქედან გამომდინარე გულშემატკივარი სავარაუდოდ მჭირდო ორთაბრძოლებს იხილავს...


"ვიცით, რომ ურთულეს ჯგუფში მოვხვდით. როგორც "რეალი", ასევე "ლივერპული" უდიდეს ძალას წარმოადგენენ, აქედან გამომდინარე უდიდესი ბრძოლების გატანა მოგვიწევს, თუმცა "ენფილდზე" და "ბერნაბეუზე" ვიზიტი ყველაზე რთული იქნება, საშინაო კედლებში ქულების დაბალანსებას შევეცდებით."

"ფრე ურიგო შედეგი არ იქნება, თუმცა მოტივირებულები ვართ და მწვრთნელის დავალებებს ზედმიწევნით შევასრულებთ."

"კარლო ანჩელოტის განკარგულებაში კრიშტიანო რონალდუ და ხამეს როდრიგესი ჰყავს. პორტუგალიელმა მოთამაშემ ოქროს ბურთის მოპოვება შეძლო, კოლუმბიელი კი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ყველა გააოცა, მან მართლაც იდეალური მატჩები ჩაატარა ბრაზილიაში."

"ბაზელი ყველაფერს გააკეთებს გოლის გასატანად, თუმცა შეტევით ფეხბურთს ნამდვილად ვერ ვითამაშებთ, რადგან მეტოქე "რეალია", რომელიც საშინაო კედლებში განსაკუთრებით კარგად ასპარეზობს."

"ყურადღებით თამაში გვმართებს. იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგეებს გასაქანს არ მივცემთ ნაკლებად დაემუქრება ჩვენს კარს საფრთხე, აქედან გამომდინარე დიდი მობილიზაცია და კონცენტრაციაა საჭირო."

"ჩემთვის "ბლანკოსთან" დაპირისპირება დიდი გამოცდილებაა, რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ." dle 10.1

  • Hala
  • 16 სექტემბერი 2014
  • 1346
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)