ანჩელოტის აზრით 6-იდან არცერთი გოლი არ არის იკერის ბრალი

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალის" კაპიტანს, იკერ კასილასს უდიდესი კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს, მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სხვა აზრზე გახლავთ...


იტალიელი სპეციალისტის აზრით "სოსიედადთან" და თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" გაშვებული 6 გოლიდან არცერთი არ იყო ესპანელი ლეგენდის ბრალი და ეს მხოლოდ კოლექტივის უსუსური თამაშის შედეგია.

კარლოს თქმით არ არსებობს არგუმენტი, რომლის საფუძველზეც შეიძლება კასილასის დადანაშაულება, აქედან გამომდინარე ვინც ფიქრობს, რომ "ბლანკოსმა" იკერის უნიათო თამაშის გამო გაუშვა ამდენი ბურთი უსამართლოა.

მთავარ მწვრთნელს ჯერ-ჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კიპერს ეხება. მას ჰყავს კეილორ ნავასი, რომელმაც მხოლოდ ერთ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჭორების მიხედვით როგორც ლა ლიგაში, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ძირითად მეკარედ კაპიტანი მოგვევლინება, კეილორი კი კოპა დელ რეიზე დაიცავს კლუბის ღირსებას.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, იტალიელი სპეციალისტს გადაწყვეტილების მისაღებად კიდე დიდი დრო აქვს დარჩენილი. dle 10.1

  • Hala
  • 15 სექტემბერი 2014
  • 2702
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)