ლორენცო სანსი : "ყველაფერი მალე მოგვარდება"

მადრიდის "რეალის" ექს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა და კლუბში არსებული ვითარება მიმოიხილა...


"ფაქტია, გუნდში არელობა სუფევს და მთავარი მწვრთნელი გამოსავლის ძიებაშია, თუმცა არ ვთვლი, რომ "რეალი" კატასტროფის წინაშე დგას, აუცილებლად დალაგდება სიტუაცია."

"ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, ამ პროცესს ვერავინ შეადარებს. მახსოვს შარშანდელი სეზონის სტარტი, როდესაც კარლოს გუნდი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მაშინ ყველა ამბოდა, რომ კლუბს მესუთ იოზილი დააკლდა და მისი შემცვლელის მოძებვნა გაჭირდებოდა, მაგრამ "რეალმა" კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. დამისახელეთ ადამიანი ვისაც ტიტულების აღნიშვნის დროს მესუთი ახსოვდა."

"ჩიჩარიტოს და ხამეს როდრიგესს დრო სჭირდებათ. ორივე ფეხბურთლი სხვა ჩემპიონატიდან გადმოვიდა და ლა ლიგაში ადაპტაციას გადის, განსაკუთრებით ეს ხავიერზე ითქმის, რომელიც კლუბს 10 დღეა შეუერთდა."

"ვწუხვარ, როდესაც ვხედავ, რომ გულშემატკივარი იკერ კასილასს უსტვენს. კაპიტანი გუნდის ლეგენდაა, რომელიც უკვე მრავალი წელია "ბლანკოსის" ღირსებას იცავს. გაიხსენეთ მომენტები, თუნდაც 2002 წელს, როდესაც იგი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მადრიდული გრანდის შეუცვლელი წევრი იყო."

"იკერის "სეივები" წლების მანძილზე შოკისმომგვრელი იყო, შარშან კი მას ცუდი სეზონი ჰქონდა, რადგან რეგულარულად არ უწევდა თამაში, თუმცა ის ბრუნდება, გულშემატკივარი კი დაუნახავი არ უნდა იყოს." dle 10.1

  • Hala
  • 14 სექტემბერი 2014
  • 2427
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)