სალგადო : "წელს "რეალს" კოპას მოგებაც გაუჭირდება"

მიჩელ სალგადოს განცხადებით, მადრიდის "რეალი" თავიდან სრულიად მოშლილია და მწვრთნელს დიდი სამუშაოების გატარება მოუწევს...


"შარშან ჩვენ ნამდვილად შეთამაშებულ და დაბალანსებულ გუნდს ვუყურებდით, რასაც ვერვიტყვით წლევანდელ წელზე. პრე-სეზონის მატჩებიდან დაწყებული "ატლეტიკოსთან" მარცხით დამთავრებული კარლო ანჩელოტის გუნდი საკუთარ თავს აღარ ჰგავს."

"ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით კლუბში არაერთი ცვლილება მოხდა. არავითარი ბალანსი ამჟამინდელ "ბლანკოსს" არ აქვს, იტალიელ სპეციალისტს ნამდვილად ბევრი საქმე ექნება, რათა კლუბი ახალ რელსებზე გადაიყვანოს."

"ვფიქრობ, წელს "მერენგებს" სამეფო თასის მოგების შემთხვევაში წარმატებული წელი ექნებათ, თუმცა კოპაც აღარ არის იოლი მოსაგები."

"ხამეს როდრიგესს დრო სჭირდება, კოლუმბიელმა მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრა ფაქტია, რომ ის ჯერ-ჯერობით საერთოდ ვერ უგებს თანაგუნდელებს. იგივე თქმა შეიძლება გარეთ ბეილზე, რომელმაც შარშანდელი სეზონის მეორე წრე კარგად ჩაატარა და ადაპტაცია გაიარა, თუმცა ახლა გუნდში სულ სხვა ბირთვია და უელსელსაც უჭირს საკუთარი თამაშის პოვნა."

"კარლო ანჩელოტის უდიდეს პატივს ვცემ, მან მინიმალური რესურსით მაქსიმუმს მიაღწია იტალიურ "მილანში". მახსოვს 2007 წელი, როდესაც "როსონერის" არაერთი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და გამარკვებაც შეძლო."

"ვგონებ, სამეფო კლუბს ძალიან სჭირდება სამი ხედირა, ნახევარდაცვაში ის ყოველთვის სტაბილურია და მეტოქეს გასაქანს არ აძლევს. კარგია, რომ გერმანელი ფეხბურთელი კვლავაც "ბლანკოსის" ღირსებას იცავს, ის იტალიელ სპეციალისტს ძალიან გამოადგება." dle 10.1

  • Hala
  • 14 სექტემბერი 2014
  • 2688
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)