ემილიო : "ყველაფრის დრამატიზება არ არის საჭირო"

ემილიო ბუტრაგენიო "რეალის" მომდევნო მარცხს გამოეხმაურა...


"არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელები შესაბამის კონდიციაში არ იმყოფებიან, რაზეც შედეგებიც მეტყველებს. 3 თამაშში 2 წაგება უკვე დიდი ხანია არ გვქონია, მაგრამ არ არის საჭირო ყველაფრის დრამატიზება. ანჩელოტი ყველაფერს გაანალიზებს და გარკვეულ კორექტივებს შეიტანს, სხვაგვარად ფატალურ შედეგებამდე მივალთ."

"იმედი მაქვს ამ წლის ბოლოს კლუბი მოწოდების სიმაღლეზე იდგება."

"ატლეტიკომ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაც მოიპოვა, მათ ნამდვილად ბევრი იშრომეს და დაუფასდათ კიდეც."

"არ შეიძლება არ აღინიშნოს მოიას თამაში, რომელმაც ძალიან კარგად დაიცვა საკუთარი კარი. სიმეონეს მისი სახით საიმედო კიპერი ჰყავს, რომელმც სრულფასოვნად შეცვალა კურტუა."

"სეზონი ძალიან გრძელია და ვფიქრობ, შევძლებთ გარდატეხის შეტანას. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები დარჩენილ 35 ტურში."

"ფეხბურთელები ერთმანეთს მხარში უდგანან. იკერ კასილასი თავს მშვიდად გრძნობს და იცის, რომ კლუბი ენდობა, გულშემატკივართა მხრიდან ლეგენდას დაფასება სჭირდება და არა სტვენა." dle 10.1

  • Hala
  • 14 სექტემბერი 2014
  • 1746
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)