რელანო : "კარლოს პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა"

ალფრედო რელანომ მადრიდის "რეალის" ზედიზედ მეორე მარცხი შეაფასა და მადრიდში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა...


ანჩელოტი

"ალბათ ყველას გახსოვთ შარშანდელი სეზონის სტარტი, სადაც იტალიელ წასვლასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ "რეალმა" სეზონი ტრიუმფით დაასრულა, თუმცა უაზროდ განიავებული ქულები ლა ლიგის დაკარგვის საფუძველი გახდა."

რონალდუ

"კრიშტიანო ძალიან მონდომებულია, მას უყვარს მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ "შვიდიანი" გახლდათ, თუმცა კლუბის დახმარება მაინც ვერ შეძლო და 1-2 დამარცხდა."

ხამესი

"კოლუმბიელი ჯერ-ჯერობით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ის აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან."

ნდობა ანჩელოტის

"კარლომ ძალიან კარგად იცის, რომ სეზონის ბოლომდე მის გაშვებაზე არავინ დაფიქრდება, აქედან გამომდინარე მშვიდად განაგრძობს გუნდის ხელახლა შენებას. იტალიელ სპეციალისტის არაერთი პრობლემა აქვს გადასაჭრელი, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიონალიზმი სწორედ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლაში გამოიხატება."

კასილასი

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ "რეალმა" იკერის გამო წააგო, ფეხბურთის ყურებისგან თავი უნდა შეიკავოს, ის ლეგენდაა და დაფასება სჭირდება."

ბეილი

"ბეილი ძალიან ქაოსური იყო და მწვრთნელმა შეცვალა კიდეც. იმედი მაქვს უელსელი კვლავაც ათამაშებდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გარეთი ძალიან კარგად კომბინირებდა ანხელ დი მარიასთან, არგენტინელი კი ახლა "იუნაიტედის" ღირსებას იცავს." dle 10.1

  • Hala
  • 14 სექტემბერი 2014
  • 2317
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)